ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"სანამ ხვიჩა მოთხოვნადია, უნდა გაყიდონ" - ამბობს "რუბინის" ექსფეხბურთელი

AutoSharing Option
"რუბინის" მიერ "როსტოვთან" რუსეთის პრემიერლიგის 25-ე ტურში მოგებული მატჩი (1:0) БИЗНЕС Online-თან ყაზანური გუნდის ყოფილმა ნახევარმცველმა რენატ კამალეტდინოვმა მიმოიხილა და გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიაზეც გამოთქვა საკუთარი მოსაზრება:

"საერთო ჯამში, გუნდს შეტევაში "ალესილი" მხოლოდ სამი ფეხბურთელი ჰყავს: მაკაროვი, კვარაცხელია და დესპოტოვიჩი, მაგრამ ეს ცოტაა. სპეციალურად ხვიჩას სამეურვეოდ გამოვიდა ტერენტევი, რადგან ყველა აცნობიერებს, რამდენად სახიფათოა ქართველი. მით უმეტეს, ახლა ის გრანდების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია. ამიტომ ერთი მცველი მასზე იყო მიმაგრებული, მეორე კი - აზღვევდა.

"კვარას" შეძენა საზღვარგარეთულ კლუბებს სურთ და სანამ მოთხოვნადია, უნდა
გაყიდონ. ქართველი ახალგაზრდაა და მე დარწმუნებული ვარ, ყველა ეს ხმა თავში უტრიალებს. თუმცა მან თავისი დონე უნდა შეინარჩუნოს და ასეთივე შემართებით ითამაშოს. თუ თავის მომავალზე ძალიან ბევრ ფიქრს დაიწყებს, არაფერი გამოუვა. როდესაც ფეხბურთელი ფულზე ფიქრობს, თამაშს თავს ანებებს.

მომეწონა მაკაროვი. ფორმაშია და მის წინააღმდეგ თამაში ძნელია. შრომისუნარიანობითაც სჯობია კვარაცხელიას. ვაკვირდები და ასეთ დასკვნას იმის მიხედვით ვაკეთებ, თუ როგორ ხარისხიანად ბრუნდება დაცვაში. ეს სწრაფი მოთამაშეა, მოედნის კარგი ხედვით. მერე როგორია კვარაცხელიასადმი გაკეთებული მისი დიაგონალური გადაცემები! ზუსტი და დროულია.

მთლიანობაში, მე მომწონს ფლანგების ფეხბურთელების ურთიერთმოქმედება. ისინი ერთმანეთს ხედავენ. სამოშნიკოვს ხვიჩასთან ურთიერთმოქმედების კიდევ უფრო გაუმჯობესება მართებს. იყო მომენტები, როდესაც "კვარა" წინ მოძრაობას აჩვენებდა, მაგრამ ბურთიანად უკან იხევდა, სამოშნიკოვმა კი ეს ცრუმოძრაობა ვერ წაიკითხა. იყო პირიქითი სიტუაციებიც. მათ ამის შესახებ მატჩამდე უნდა მოილაპარაკონ. შეთამაშების გარდა, ურთიერთობაც აუცილებელია".

ასევე დაგაინტერესებთ