ყველა ქართველმა ითამაშა - "როტორი" ზედიზედ მეოთხედ დამარცხდა

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის 25-ე ტურის დასკვნით მატჩში ქართველების "როტორი" მოსკოვში 0:2 დამარცხდა ცსკა-სთან.

ვოლგოგრადულ გუნდს ტრავმამორჩენილი ზურიკო დავითაშვილი დაუბრუნდა, რომელიც მწვრთნელმა იური ბატურენკომ საბა კვირკველიასთან ერთად ძირითად შემადგენლობაში დააყენა. მასპინძლები დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, ანგარიშის გახსნა კი სტუმრებს შეეძლოთ, როდესაც 29-ე წუთზე დავითაშვილის ახლო მანძილიდან დარტყმულ ბურთს არმიელთა მცველი ფერნანდესი გადაეღობა. ზედ შესვენებაზე გასვლის წინ აქტიურმა ეჯუკემ დედაქალაქელები დააწინაურა.

მეორე ტაიმი პირველი ტაიმის სცენარით გაგრძელ
და. მე-60 წუთზე ზურიკო ნიკა ყიფიანმა შეცვალა, ხოლო 70-ე წუთზე რონდონმა ვოლგოგრადელებს მეორე გოლი გაუტანა და შეხვედრის ბედიც გადაწყდა. გიორგი არაბიძე 88-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.

ცსკა-ში 64-ე წუთამდე ითამაშა კონსტანტინე მარადიშვილმა.

"როტორმა" მიჯრით მეოთხე მარცხი განიცადა, 18 ქულით მე-14 ადგილზეა და 17 აპრილს მოსკოვის "დინამოს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
რუსეთში ხვიჩასნაირი თუარხარ ისე ერთ ადგილზე დარჩები კიარა რეგრეს ნახავ... ზურიკო სხვა ტიპი ჩანს ეგ არც ქალებს დაიკლებს და არც გართობას ასე რომ თუ თავის თავს არ შემოუძახა ამისგან ნორმალური ფეხბურთელი აღარ დადგება. მაგიტო გაქნიეს რუბინიდან ხვიჩაზე ცუდ ზეგავლენას რო ახდენდა.არაბიძის ინტერვიუ ვნახე ჭკუაში ჩამჯდარი მეჩვენა მაგრამ კაი მწვრთნელი უნდა ეხლა მაგას რო ენდოს და გაქაჩავს ისევ. უდიპლომო მწვრთნელს აქეთ სასწავლი აქვს სხვას რაუნდა ასწავლოს )))
რომა
13 აპრილი 2021 11:39
0
მეც ძალიან გაკვირვებული ვარ ზურიკოს ასეთი ხანგრძლივი დაპაუზებით??!!
aburjga
13 აპრილი 2021 11:13
0
დავითაშვილი სასწრაფოდ ოქროს ბურთზეა წარდადგენი, ისე რაგბით რომ დაინტერესდეს არა..უკეთესი იქნება
lado
13 აპრილი 2021 09:51
3
დავითაშვილი თავიდან ხვიჩაზე კარგად გამოიყურებოდა და მერე ერთ ადგილზე გაჩერდა. პროგრესი არ აქვს, რაღაცას ფაფხურობს და არაფეი გამოსდის. დრო კი გარბის.
სულეიმანი
13 აპრილი 2021 00:26
1
ერთად გადავიდნენ რუბინში ზურიკო და ხვიჩა მე პირადად ზურიკოსგან უფრო მეტს ველოდი ვიდრე ხვიჩასგან მაგრამ მართლა იმედგაცრუებული ვარ გაცილებით მეტს ველოდი ამ სეზონში მისგან 17 თამაში შემტევი ნახევარმცველი რომელიც თითქმის სულ ძირითადში თამაშობს ვერც გოლი გაიტანა ვერც საგოლე გადაცემა ვერ გაკეთა ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ ერთ დონეზე გაიყინა განსხვავებით ხვიჩასგან რომელიც თამაშიდან თამაშამდე უმატებს იმედი მაქვს დარჩენილ შეხვედრებში მაინც გამოიჩენს თავს წარმატებები დავითაშვილს.
ზურა
13 აპრილი 2021 00:00
0
სლუცკი უნდა საწრაფოდ სანამ დროა ხვიჩა რო წავა არის შანი დაბრუნდეს რუბინში სლუცკიმაც თქვა ყველაზე მეტი შანსი აქო
მოსეხონელი
13 აპრილი 2021 09:09
1
არაბიძეს დრო მისცენ რაიყო რა არის ეს, რისთვის გადავიდა ნასიონალიდან, ორივენგან ზამენაზე ჩაალპეს..
ო არა
12 აპრილი 2021 23:28
7
აი არაბიძე 88 წუთზე რომ შეჰყავს რომელი ტოპ კლასის ეგაა, რომ თამაში გადაურჩინოს ათამაშე რა ერთი ტაიმი მანც იქნებ სარგებელიი მოაქვს.
toma
12 აპრილი 2021 23:22
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული