ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

მიქაუტაძის ჩინებული პერსპექტივა - საფრანგეთის ლიგა 1 ან ბელგიის პირველი დივიზიონი

AutoSharing Option
გიორგი მიქაუტაძის გოლით "სერენმა" გასულ კვირას "დაინცეს" 1:0 სძლია და ვინაიდან უახლოესი მდევარი "ლომელი" ლიდერ "უნიონთან" დამარცხდა, მეორე ადგილი გაინაღდა, რაც იმას ნიშნავს, რომ პლეი-ოფის საგზურს დაეუფლა და პირველ დივიზიონში გადასასვლელად ამ ლიგაში მე-17 ადგილზე გასულ გუნდს ორრაუნდიან ბრძოლაში დაუპირისპირდება.

"სერენს" ჩემპიონატზე ორი შეხვედრა აქვს დარჩენილი - 17 აპრილს "ლიერსთან" და 24 აპრილს თავად "ლომელთან", თუმცა ამ თამაშებს უკვე არავითარი პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს და შეუძლია პლეი-ოფისთვის მშვიდად მოსამზადებლად გამოიყენოს.

მოკლედ, 25-წლიანი პაუზის შემდეგ "სერენს" ელიტაში დაბრუნების შანსი გაუჩნდა, რაც
მიქაუტაძის დიდი დამსახურებაც გახლავთ, რომელიც თავის გუნდს 19 გოლით შეეწია და დენიზ ვანზეირთან (უნიონი) ერთად ტურნირის ბომბარდირია.

გიორგი "მეცის" საკუთრებაა, "სერენში" იჯარის წესით თამაშობს და შესანიშნავი პერსპექტივა გააჩნია - ან ფრანგული კლუბი დაიბრუნებს, ან შესაძლოა, ბელგიის პირველ დივიზიონში იასპარეზოს. თავისი ასაკისა და მონაცემების გათვალისწინებით კი, შეუძლია კარგი კარიერა გაიკეთოს და საქართველოს ნაკრებსაც ჯეროვნად გამოადგეს.

alt"მას ნამდვილი ბომბარდირობის ყველა ნიშანი აქვს..." - ბელგიური პრესა მიქაუტაძის სუპერ გოლს გამოეხმაურა

altმიქაუტაძე დაბრუნდა, კუთხურის ხაზიდან გაიტანა და გუნდს მოაგებინა [VIDEO]

 

altბედნიერია, რომ აცვია საქართველოს ფორმა - ბელგიური პრესა მიქაუტაძეზე

alt"რომელი ჰოლანდიური კლუბის ლეგენდაა ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია? სახალისო ბლიცი გიორგი მიქაუტაძესთან [VIDEO]

ასევე დაგაინტერესებთ