ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"ანორთოსისიდან" ქეცბაიასთან ერთად ოქრიაშვილიც მიდის

AutoSharing Option
კვიპროსული პრესის ინფორმაციით, გადაწყვეტილი ამბავია, რომ ზაფხულში "ანორთოსისს" გუნდის ქართველი შემტევი თორნიკე ოქრიაშვილი დაემშვიდობება.

29 წლის ჩვენებურს კონტრაქტი მაისში უსრულდება, რომლის გახანგრძლივებაც აღარ იგეგმება.

ადგილობრივი ჟურნალისტები იუწყებიან, რომ ქართველს ბევრი მსურველი ჰყავს და ახალი კლუბის პოვნა არ გაუჭირდება.

ოქრიაშვილი "ანორთოსისში" 2019 წლის ზაფხულში მივიდა და გუნდის ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელად იქცა.

ფამაგუსტელთა რიგებში ასევე გიორგი ლორია, ბუბა დაუშვილი და გიორგი ქვილითაიაც ირიცხებიან. აქედან გადაწყვეტილი ამბავია, რომ ზაფხულში კვიპროსელთა რიგებს ქვილითაიაც დატოვებს.

როგორც იცით, მომავალ სეზონში "ანორთოსისის" მწვრთნელი აღარ იქნება ქართველი თემურ
ქეცბაიაც.

ასევე დაგაინტერესებთ