ხვიჩას ახალი რეკორდი - კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულებამ მნიშვნელოვნად მოიმატა

AutoSharing Option
Transfermarket-მა ფეხბურთელთა საბაზრო ფასები განაახლა, სადაც საქართველოს ნაკრებისა და "რუბინის" შემტევ ხვიჩა კვარაცხელიას ღირებულებამ მნიშვნელოვნად მოიმატა.

ახლა 20 წლის ქართველის ფასი 15 მილიონ ევროს შეადგენს, წინა მონაცემებით კი ის 10 მილიონი ევრო გახლდათ.

რა თქმა უნდა, ამ მონაცემით ხვიჩა ყველაზე ძვირად ღირებული ქართველი ფეხბურთელია, შემდეგ კი დავით ხოჭოლავა (3 500 000) და გიორგი ჩაკვეტაძე (3 200 000) მოდიან.

კვარაცხელია "რუბინში" ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელია, რუსეთის პრემიერლიგაში ყველაზე მაღალფასიან მოთამაშეებში კი მე-5 პოზიციას იკავებს.

მკითხველის კომენტარები / 9 /
აი ეს ხალხი არიან ქვეყნის პატრიოტები ვინც ასახელებს ქვეყანას:ტალახაძე,კვარაცხელია,ბასიალაშვილი,ლევან გორგაძე,ბითაძე,გორგოძე და სხვები! აბა ამათან ნათელაშვილი და მელია რისი გამკეთებლები არიან ქვეყნისათვის!
kika
19:35 13-04-2021
17
როგორ მინდა ამ ბიჭმა გაიბრწყინოს ევროპაში და ტრამვებმა არ შეაწუხოს, მაგრამ ევროპულ კლუბებში ბურთის მეტად გაფრთხილებას მოსთხოვენ და იმედია არ ჩაიკეტება.
ემიგრანტი
20:28 13-04-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული