ხვიჩას ახალი რეკორდი - კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულებამ მნიშვნელოვნად მოიმატა

AutoSharing Option
Transfermarket-მა ფეხბურთელთა საბაზრო ფასები განაახლა, სადაც საქართველოს ნაკრებისა და "რუბინის" შემტევ ხვიჩა კვარაცხელიას ღირებულებამ მნიშვნელოვნად მოიმატა.

ახლა 20 წლის ქართველის ფასი 15 მილიონ ევროს შეადგენს, წინა მონაცემებით კი ის 10 მილიონი ევრო გახლდათ.

რა თქმა უნდა, ამ მონაცემით ხვიჩა ყველაზე ძვირად ღირებული ქართველი ფეხბურთელია, შემდეგ კი დავით ხოჭოლავა (3 500 000) და გიორგი ჩაკვეტაძე (3 200 000) მოდიან.

კვარაცხელია "რუბინში" ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელია, რუსეთის პრემიერლიგაში ყველაზე მაღალფასიან მოთამაშეებში კი მე-5 პოზიციას იკავებს.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ხვიჩას რო პირობები აქვს რუბინში საქართველოში რომ ქონდეს მაგ პირობები გუნდებს მერე გვექნებოდა ნამდვილი ჩემპიონატი. რუსეთისთვის უკვე გაზრდილია ბუნებრივად მოხდება მისი წასვლა ევროპაში. მტავარია ფეხბურთი უყვარს და ამით ცხოვრობს და არ ოცნებობს მანქანებზე. ექნება ყველაფერი. რომელი სკაუტები ჩვენ ვართ გუნდებს რო ვურჩევთ. ყველას გაგვახარებს მისი წინსვლით.
ქართველი
14 აპრილი 2021 11:30
1
დაანებეთ რა თავი ამ ბიჭს.20 წლისაა ხალხნო და ათამაშეთ რა ფეხბურთი.ეს იწვევს, იმას უნდა,ამან ამ ხენს ვიხდიო და ა შ.ათამაშეთ რა და ნუ ცდილობთ და ნუ ეჯიბრებით იმაში,რომ აი პირველმა მე გავავრცელე ეს ინფორმაცია.ყველაფერს გავიგებთ თავის დროზე.ოღონდ ეს 5 Დარჩენილი თამაში ათამაშეთ რა.
კახა ქ.
14 აპრილი 2021 01:58
1
მე მგონი, მიზანმიმართულად ხდება ამ ბიჭის დაბნევა. ამდენი ჭორები, ჩვენი ვითომ ჟურნალისტებიც ჭორ ბიუროს უფრო გვანან, ვიდრე რეალურ ანალიზს. დაანებეთ თავი. კარგ გუნდშია, კარგი მწვრთნელის ხელში, ითამაშოს, იდრომოს და წარმატებაც აუცილებლად მოვა.
ემზარი
13 აპრილი 2021 23:11
2
ლოლ რა დაბნევა, ტიპს ევროპაში თამაში უნდა და პრესის სტატიებზე იბნევა? თუ ეგრეა სახლში დაეტიოს და ტუ დიდი ფეხბურთის თამაში უნდა მაშინ ჭორების და ყვითელი პრესის იგნორი უნდა ისწავლოს.
ჩვენი უნიჭო ჯურნალისტების სტატიები თუ დააბნევს, ევროპაში რა მოუვა ყურადღების ცენტრში რო მოექცევა მერე.
...
13 აპრილი 2021 23:52
3
15 ცოტა. იქიდან გამომდინარე რომ ძალიან დიდი ტანატი აქვს რომელი კლუბიც იყიდის გააძლიერებს ნებისმიერს. ბარსაში რომ არის ქართველი ქალბატონი თანამდებობაზე დავიჯერო რომ არ აინტერესებს კვარა ლაპორტა როცა გაიგებს კვარას გაბრწყინებას თანამდებობიდან არ გაუშვან როგორც კიკნაძე შეეწირა .
ემიგრანტი
13 აპრილი 2021 21:01
3
გახსოვს,ანანიძის ბელგიაში ტრანსფერზე რომ იყო ლაპარაკი?იმიტომ ჩაიშალა,რომ არაევროკავშირელის წაყვანაზე,კიდევ რაღაცა დამატებითი გადასახადები ყოფილა და სპარტაკს თუ ჯანოს,აღარ უღირდათ.ამიტომაა არაევროკავშირელების ფასი,შედარებით ნაკლები.ყოველ შემთხვევაში,მე ასე მგონია.
სოსო
14 აპრილი 2021 10:50
0
ჰმ, სტამბულის ბაზარზე კი, ორი ვერცხლის უზალთუნი და შვიდი დრაჰკანიო... ხედამთ ეს რა გვიყო რუსეთმა ტოოო?!!
კ ო მ ბ ლ ე
13 აპრილი 2021 20:33
22
როგორ მინდა ამ ბიჭმა გაიბრწყინოს ევროპაში და ტრამვებმა არ შეაწუხოს, მაგრამ ევროპულ კლუბებში ბურთის მეტად გაფრთხილებას მოსთხოვენ და იმედია არ ჩაიკეტება.
ემიგრანტი
13 აპრილი 2021 20:28
1
აი ეს ხალხი არიან ქვეყნის პატრიოტები ვინც ასახელებს ქვეყანას:ტალახაძე,კვარაცხელია,ბასიალაშვილი,ლევან გორგაძე,ბითაძე,გორგოძე და სხვები! აბა ამათან ნათელაშვილი და მელია რისი გამკეთებლები არიან ქვეყნისათვის!
kika
13 აპრილი 2021 19:35
17

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული