ხვიჩას ახალი რეკორდი - კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულებამ მნიშვნელოვნად მოიმატა

AutoSharing Option
Transfermarket-მა ფეხბურთელთა საბაზრო ფასები განაახლა, სადაც საქართველოს ნაკრებისა და "რუბინის" შემტევ ხვიჩა კვარაცხელიას ღირებულებამ მნიშვნელოვნად მოიმატა.

ახლა 20 წლის ქართველის ფასი 15 მილიონ ევროს შეადგენს, წინა მონაცემებით კი ის 10 მილიონი ევრო გახლდათ.

რა თქმა უნდა, ამ მონაცემით ხვიჩა ყველაზე ძვირად ღირებული ქართველი ფეხბურთელია, შემდეგ კი დავით ხოჭოლავა (3 500 000) და გიორგი ჩაკვეტაძე (3 200 000) მოდიან.

კვარაცხელია "რუბინში" ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელია, რუსეთის პრემიერლიგაში ყველაზე მაღალფასიან მოთამაშეებში კი მე-5 პოზიციას იკავებს.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ხვიჩას რო პირობები აქვს რუბინში საქართველოში რომ ქონდეს მაგ პირობები გუნდებს მერე გვექნებოდა ნამდვილი ჩემპიონატი. რუსეთისთვის უკვე გაზრდილია ბუნებრივად მოხდება მისი წასვლა ევროპაში. მტავარია ფეხბურთი უყვარს და ამით ცხოვრობს და არ ოცნებობს მანქანებზე. ექნება ყველაფერი. რომელი სკაუტები ჩვენ ვართ გუნდებს რო ვურჩევთ. ყველას გაგვახარებს მისი წინსვლით.
ქართველი
11:30 14-04-2021
1
დაანებეთ რა თავი ამ ბიჭს.20 წლისაა ხალხნო და ათამაშეთ რა ფეხბურთი.ეს იწვევს, იმას უნდა,ამან ამ ხენს ვიხდიო და ა შ.ათამაშეთ რა და ნუ ცდილობთ და ნუ ეჯიბრებით იმაში,რომ აი პირველმა მე გავავრცელე ეს ინფორმაცია.ყველაფერს გავიგებთ თავის დროზე.ოღონდ ეს 5 Დარჩენილი თამაში ათამაშეთ რა.
კახა ქ.
01:58 14-04-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული