ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ლორიას კვიპროსში საუკეთესო მეკარეობამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა

AutoSharing Option
კვიპროსის ჩემპიონატის საუკეთესო მეკარეებში საქართველოს ნაკრებისა და "ანორთოსისის" კარის დარაჯმა გიორგი ლორიამ მეორე ადგილი დაიკავა.

ჩვენებურს მხოლოდ 33 წლის ბრაზილიელმა კიპერმა ფაბიანომ აჯობა, რომელიც "ომონიას" ღირსებას იცავს.

ფაბიანომ კარი მშრალად 32-დან 18 შემთხვევაში შეინახა, ჩვენებურმა კი ეს 13 მატჩში შეძლო.

მოგეხსენებათ, "ანორთოსისი" კვიპროსის ჩემპიონატში მე-4 ადგილზე გავიდა, თასზე კი 1/2-ფინალშია გასული, სადაც ხვალ "აპოელს" დაუპირისპირდება.

ლორია ფამაგუსტური გუნდის ღირსებას 2019 წლიდან მოყოლებული იცავს.