ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ქეცბაიას პირველი და უკანასკნელი?! - 2008 წლის შემდეგ...

AutoSharing Option
დღეს, 14 აპრილს, კვიპროსის თასის 1/2-ფინალში თემურ ქეცბაიასა და ქართველი ფეხბურთელების "ანორთოსისი" "აპოელს" დაუპირისპირდება. შეხვედრის შესახებ omada.reporter-ი ვრცლად საუბრობს: 

"აი, დადგა ნანატრი დღეც! ჩემპიონატში ორივე გუნდს ცუდი სეზონი ჰქონდა და ისინი, თასზე ტიტულის მოპოვებასთან ერთად, ეცდებიან, ევროთასებზე გავიდნენ. "ანორთოსისსა" და ქეცბაიას 2008 წლის შემდეგ პირველად შეუძლიათ ამის გაკეთება და ისინი არაფერს დაიშურებენ".

კვიპროსის თასის ნახევარფინალური შეხვედრა თბილისის დროით 18 საათზე დაიწყება. გიორგი ლორიას, მურთაზ დაუშვილს, თორნიკე ოქრიაშვილსა და გიორგი ქვილითაიას ძირითად შემადგენლობაში ველით. ზოგადად, კვიპროსული მედია ოქრიაშვილის კარგ სათამაშო ფორმაზე მიუთითებს და "აპოელს" მისი საფრთხის შესახებ ახსენებს.

წყარო: omada.reporter

alt"ანორთოსისიდან" ქეცბაიასთან ერთად ოქრიაშვილიც

მიდის


ასევე დაგაინტერესებთ