"ხვიჩასთვის ოცნება იყო საქართველოს ნაკრებში თამაში..." - კვარაცხელიას მამა

AutoSharing Option
ახალგაზრდა ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული მოთამაშე გახდა. "ტრანსფერმარკტმა" მარტის სანაკრებო მატჩების შემდეგ ახალგაზრდა ქართველის შეფასებას კიდევ 5 მილიონი დაუმატა. ამგვარად, გერმანულმა სამენეჯერო სააგენტომ საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის "რუბინის" 20 წლის თავდამსხმელის ფასი 15 მილიონამდე გაზარდა.

ამ დრომდე, ქართველ ფეხბურთელებში ყველაზე მაღალი შეფასება საბა კვირკველიას ჰქონდა - 2019 წლის 14 აპრილის მონაცემებით - 10 მილიონი ევრო; მეორეზე კი გიორგი ჩაკვეტაძე იყო - 9 მილიონით. ამჯერად კი, ხვიჩა კვარაცხელია გახდა ქართული ფეხბურთის ისტორიაში "ტრანსფერმარკტის" მიერ ყველაზე ძვირად
შეფასებული ქართველი ფეხბურთელი.

kvirispalitra.ge ხვიჩას მამას - ბადრი კვარაცხელიას დაუკავშირდა:

- რა თქმა უნდა, ეს სასიამოვნო ფაქტია, მაგრამ სიმართლე გითხრათ, მე ფულს და ფასს არ ვუყურებ, ჩემთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი და უპირველესი ისაა, რომ ვხედავ, როგორ იზრდება ხვიჩა პროფესიულად, იხვეწება, მეტს შრომობს, მეტს ცდილობს, წინ მიდის და ესაა უპირველესი, ჩემთვის ეს უფრო მისაღებია. მთავარია, მინდორზე გასვლისას რას აკეთებს.

თვითონაც ასეა, ფული მისთვის არ არის მნიშვნელოვანი. მთავარია, კარგად ითამაშოს, კარგ გუნდში. მისი ფიქრი და ამოცანა ესაა. მთავარია, თავის მიერ დასახულ მიზნებს მიაღწიოს და ჩანაფიქრი განახორციელოს.

- როგორც პროფესიონალი ფეხბურთელი, როგორ აფასებთ, რა კუთხით უფრო გაიზარდა ხვიჩა, თუნდაც, ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
- ბევრი რამით, იცით, რაც ბოლო თამაშებზე უფრო გამოჩნდა. არამხოლოდ რომელიმე პროფესიონალის თვალი, გულშემატკივარიც შეამჩნევს, რამდენს შრომობს და წვალობს. თუნდაც, როგორი მონდომებით ითამაშა ჩვენს ნაკრებში; ასევე, ის ჩემპიონატები, რაც რუსეთში ტარდება.

- თქვენთვის რა ემოციაა მისი თამაშების ყურება?
- რას ამბობთ, ვერც გადმოგცემთ... ხვიჩასთვის ოცნება იყო საქართველოს ნაკრებში თამაში. როცა მატჩების საყურებლად დავდიოდით და ხვიჩა ჩემ გვერდით იჯდა ხოლმე, თვითონაც ემოციებში იყო. ახლა უკვე, მე რომ მის თამაშებზე გულშემატკივრებში ვზივარ და ჩემს შვილს საქართველოს ნაკრებში ვხედავ, რაღაცნაირად დიდ ემოციებში ვარ ხოლმე. მით უმეტეს, როცა ესპანეთის ნაკრებთან გოლი გაიტანა, ეს ისეთი ემოცია იყო ჩემთვის, ვერც აღგიწერთ. გულშემატკივრებს რომ ვუყურებდი, როგორ უხაროდათ, ეს ჩემზეც მოქმედებდა.

- თუ მოახერხეთ ხვიჩას პირადად ნახვა რომელიმე თამაშის შემდგომ?
- ესპანეთთან თამაშის შემდეგ მხოლოდ 2 წუთით დაველაპარაკე, როცა გასახდელიდან გამოდიოდნენ. საბერძნეთიდან კი პირდაპირ რუსეთში გაფრინდა, თამაში ჰქონდათ.

იხილეთ გაგრძელება

სტატიის ავტორი: თამთა დადეშელი

alt"მიზანდასახულია, ამბიციური; დავინახეთ, რომ წაგებას ვერ ეგუება..." - გურამ კაშია კვარაცხელიაზე [ექსკლუზივი]


მკითხველის კომენტარები / 10 /
უკვე კარგა ხანია ხვიჩას ვადევნებ თვალყურს, როგორც მის თამაშს, პროფესიონალების შეფასებებს, ასევე სხვადასხვა ფრაგმენტებს ვარჯიშებიდან. უბრალოდ გაოცებული ვარ ამ ბიჭის ალალი და გულწრფელი თვისებებით, მისი პროფესიონალიზმი ისედაც ნათელია. ერთი რასაც ვუსურვებ ისაა, რომ პოპულარობის ცდუნებას გაუძლოს და ღირსეულად დაიმშენოს. სხვა ყველაფერი დამსახურებულოდ მოვა.

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო დედ-მამას, ადამიანად შვილის გაზრდისათვის და პროფესიონალად ჩამიყალიბების ხელსეწყობისათვის!
ქომაგი
15 აპრილი 2021 14:17
1
მაინტერესებს, აფრიკიდან, აზიიდან ან არაბეთიდან არ მოუვიდა ხვიჩას მოწვევა? რავიცი, ჟურნალისტებს თუ დავუჯერებთ, უკვე მთელი ევროპა მოვიარიეთ და თურმე იგლიჯავენ ყველაფერს, რომ ხვიჩა დაითრიონ თავიანთ კლუბებში.
ცნობის მოყვარე.
15 აპრილი 2021 13:47
25
შენ სხვა რამეც გეყვარება
ცნობისმოყვარეს
15 აპრილი 2021 15:51
1
მადლობა ბატონო ბადრი, ღმერთმა ხელი მოგიმართოს
გიო
15 აპრილი 2021 13:19
0
დედა ნახე, მამა ნახე, შვილი ისე გამონახეო, მადლობა ასეთი შვილის აღზდისათვის! ასეა, ვინც მშობელს უჯერებს, ცხოვრებაში მოგებული რჩება.
15 აპრილი 2021 11:38
0
ფული არ აინტერესებს და მთავარი ესაა.ხვიჩა ის იშვიათი მარგალიტია ბევრისთვის მისაბაძი რომ იქნება
ირაკლი ქუთაისელი
14 აპრილი 2021 12:55
0
მე რუსეთში ვცხოვრობ 20 წელზე მეტია და ხვიჩამ ისევ დამიბრუნა ფეხბურთის სიყვარული . სულ ვუყურებ ხვიჩას თამაშებს რაც არ უნდა დაკავებული ვიყო და ვბალელშიკობ ღმერთმა ჯანმრთელობა მისცეს ეგრე გააგრძელოს საქართველოს საამაყო შვილმა /
დიდი მადლობა მშობლებს ასეთი კარგი აღზრდისთვის/
ელგუჯა
14 აპრილი 2021 12:29
0
ქედს ვიხრი თქვენს წინაშე, ასეთი შვილის გაზრდისთვის. ის მარტო ტალანტი არ არის, ის უპირველესად ადამიანია.
ფეხბურთის ძველი გულშემატკივარი.
14 აპრილი 2021 12:07
1
არ აუვარდება! ონ იზ დრუგოგო ტესტა სდელან)
ელგუჯა
14 აპრილი 2021 13:09
0
ხვიჩას, მერე თუ არ აუვარდა თავში კარგი იქნება, თორემ ამდენმა ქებამ შეიძლება დათვური სამსახური გაუწიოს.
გია
14 აპრილი 2021 12:42
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული