როგორც რუსული გამოცემა "სპორტ ექსპრესი" აცხადებს, ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი უახლოეს დღეებში ამსტერდამის "აიაქსის" სპორტულ დირექტორ მარკ ოვერმარსს შეხვდება.
ნიდერლანდურ კლუბს ახალგაზრდა ქართველის შეძენა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს სურს.
მიმდინარე სეზონში ხვიჩამ "რუბინის" რიგებში 21 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა. Transfermarkt-მა მისი სატრანსფერო ღირებულება 15 მილიონ ევრომდე გაზარდა.
გუნდები,რომლებიც თავის ახალგაზრდების პროგრესზე და განვითარებაზე მუშაობენ გარდა ამისა აიაქსი და დორტმუნდი იმ პოლიტიკის მატარებელი გუნდები არიან რომლებიც მუშაობენ ახალგაზრდა ტალანტების პოვნაზე მათ გაზრდაზე და შემდეგ გრანდებში გაშვებაზე.
რაც შეეხება იტალიურ გუნდებს ჩემი აზრით არც მილანში არც ინტერში და არც ნაპოლიში არ აქვს განვითარების და ბოლომდე გახსნის იმაზე დიდი პერსპექტივა რამდენიც აიაქსში ანდაც დორტმუნდში.
ხვიჩას აიაქსში თამაში დაეხმარება პროგრესში განვითარებაში ბევრ ახალ რამეს ისწავლის დაიხვეწება და უმაღლესი დონის ფეხბურთელად ჩამოყალიბდება წარმატებები ხვიჩას მთავარია პროგრესი არ შეწყვიტოს და ეს ტრანსფერი შედგეს რაც შეიძლება მალე.
ჰოლანდია როდესაც თქვეს პირველი ეგ ვიფიქრე, რომ აიაქსიც თამაშშია : ))
პაიჭაძე,ღოღობერიძე,მესხი,მეტრეველი,ჩოხელი,ხურცილავა,ჩივაძე,ყიფიანი,შენგელია,ქინქლაძე,კალაძე,არველაძე...არ მინდა ვინმე გამომრჩეს,მაგრამ ვიცი ასეა.