ოვერმარსი: "აიაქსი" კვარაცხელიათი დაინტერესებული არ არის

AutoSharing Option
"აიაქსის" სპორტულმა დირექტორმა მარკ ოვერმარსმა განაცხადა, რომ ამსტერდამული კლუბი "რუბინის" ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიათი დაინტერესებული არ არის. მან ამის შესახებ Евро-Футбол.Ру-ს კორესპონდენტს, სერგეი რუმიანცევს უთხრა:

"არა, ეს ასე არ არის."აიაქსი" კვარაცხელიათი დაინტერესებული არ არის. არავითარ მოლაპარაკებაზე საუბარი არ ყოფილა".

დღეს "სპორტ-ექსპრესმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფეხბურთელის აგენტი მამუკა ჯუღელი თავისი კლიენტის ტრანსფერის თაობაზე ოვერმარსს შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 5 /
სადა აქვთ მაგის თავი
Eh
15 აპრილი 2021 01:27
2
გორის დილაში ჩამოდის კვარაცხელია
მიდი ვაჟა
14 აპრილი 2021 23:10
16
სავარაუდოდ სეზონის დასრულებამდე კონკრეტული არაფერი არ იქნება ყველა დაელოდება სეზონის დასრულებას და სატრანსფერო ფანჯრის გახსნას 15-20 მილიონი დღევანდელი აიაქსისთვის და მილანისთვის დიდი თანხაა რუბინი 20 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდის ხვიჩას და თუ რუბინი გავა ევროტურნირებზე მაქსიმალურად შეცდებიან ხვიჩა შეინარჩუნონ თუნდაც ზამთრამდე.
გიო
14 აპრილი 2021 22:05
2
ვის აქვს ასეთი მდიდარი ფანტაზია
შოკირებული გულშემატკივარი
14 აპრილი 2021 21:31
3
ბარემც ხარ მაგრამ როდის იყო აიაქსი იმდენ ფულს იხდიდა რამდენსაც ხვიჩას თუნდაც ტრანფერმარკეტი აფასებს. და მაგ ფასში რუბინიც რომ არ დათმობს ეგეც იცი. კაი კი იქნებოდა, აიაქსში მოხვედრა ნიშნავს რომ გზა გაკვალულია და უკვე ფეხბურთელზეა დამოკიდებული ყველაფერი





zura
14 აპრილი 2021 21:21
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული