შოთა არველაძე: ხვიჩას ტრანსფერი? ასეთი საქმეებით არ ვარ დაკავებული

AutoSharing Option
"სპორტ-ექსპრესმა" ინფორმაცია გაავრცელა, რომ შოთა არველაძე "რუბინის" ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის განხორციელებაში ხელს უწყობს და მის აგენტს, მამუკა ჯუღელს "აიაქსის" სპორტულ დირექტორთან, მარკ ოვერმარსთან შეხვედრის ორგანიზებაში ეხმარება. თუმცა შოთამ აღნიშნულ გამოცემასთან მოგვიანებით კომენტარი გააკეთა და ინფორმაცია არ დაადასტურა:

"მე შესანიშნავად ვიცნობ ხვიჩას მამასაც და მის აგენტსაც, მაგრამ ასეთ გარიგებებში არ ვერევი და ასეთი საქმეებით არ ვარ დაკავებული. მე ხვიჩას "აიაქსში" არ ვაწყობ. ეს სიმართლე არ არის.

იმედია, მას ყველაფერი კარგად გამოუვა. როდესაც დრო მოვა, როდესაც მას გამოუვა, მაშინ ითამაშებს ევროპაში".

მკითხველის კომენტარები / 2 /
რა ვერ გაიგეთ ხალხო, ჯუღელი რუსეთს იქით ვერც იხედება,არც აწყობს და ვერც შესძლებს.
ჟორიკა
15 აპრილი 2021 00:21
12
მართალი ხარ, ჯუღელი ის კაცია ქართველ ფეხბურთელებს რომ რუსეთში აწყობს. მაგის სიფათს პირველად ტელევიზორში რომ შევხედე, მეგონა სახეზე დიდი დოლარები ეხატა :) რუსულად დამტვრეულად საუბრობს და ინგლისურად ვის რას გააგებინებს შუა ევროპაში?!
ქალის სიმართლე
15 აპრილი 2021 23:34
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული