უნგრეთის თასის ფინალში ერთმანეთს ბერიძისა და ზივზივაძის გუნდები შეხვდებიან

AutoSharing Option
უნგრეთის თასის ნახევარფინალში ბუდუ ზივზივაძის "ფეჰერვარმა" ბუდაპეშტში 2:1 დაამარცხა მტკ და ფინალში გავიდა.

ზივზივაძე მწვრთნელმა სასტარტოში დააყენა და 86-ე წუთზე შეცვალა. მან თასზე ამ სეზონში 3 გოლი გაიტანა, ჩემპიონატზე კი - 7.

3 მაისს, ფინალში, "ფეჰერვარი" "უიპეშტს" შეხვდება, რომელმაც გუშინ გიორგი ბერიძის გოლით სტუმრად "კიშვარდას" 1:0 სძლია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული