"ანორთოსისი" ლიდერთან დამარცხდა და სათასო ბრძოლისთვის ემზადება

AutoSharing Option
კვიპროსის ჩემპიონატის 33-ე ტურში ქართველების „ანორთოსისი“ ლიდერ „ომონიასთან“ 0:2 დამარცხდა.

„ანორთოსისს“ სამეულში მოხვედრის შესაძლებლობა დაკარგული აქვს, მთელი ყურადღება თასზე გადაიტანა და დღევანდელ მატჩს არანაირი პრაქტიკული მნიშვნელობა არ ჰქონდა. ადგილობრივი მედიასაშუალებები იტყობინებოდნენ, რომ მწვრთნელი თემურ ქეცბაია ოთხივე ქართველს დაასვენებდა, თუმცა, მხოლოდ გიორგი ქვილითაია არ შეიყვანა განაცხადში. გიორგი ლორია, ბუბა დაუშვილი (კომპენსირებულ დროში ყვითელი ბარათი მიიღო) და თორნიკე ოქრიაშვილი სასტარტოში იყვნენ. ეს უკანასკნელი ქეცბაიამ შესვენების შემდეგ შეცვალა.

"ანორთოსისი" 54 ქულით მეოთხე ადგილზეა და ჩემპიონატის შემდეგ ტურში, 26 აპრილს "ოლიმპიაკოსს" შეხვდება.

ფამაგუსტურ გუნდს
პირველი ნახევარფინალური დაპირისპირება „აპოელთან“ 1:0 აქვს მოგებული, საპასუხო კი 21 აპრილს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული