ცუდი პროგნოზი - ყაზანური გამოცემა კვარაცხელიას ტრავმაზე წერს

AutoSharing Option
ყაზანური გამოცემა Bussines Online "რუბინის" ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის სირთულის შესახებ სტატიას აქვეყნებს.

აი, რას წერს წყარო:

"ხვიჩა კვარაცხელიამ ზედა ბარძაყის ტრავმა მიიღო და მოედანი ექიმების დახმარების შემდეგ დატოვა.

ფეხბურთელი მეტოქესთან შეჯახების გარეშე დაეცა და ტრავმის თავისებურება თავიდანვე ცხადი გახდა. ბარძაყის უკანა მხარის ტრავმის მკურნალობას თვე ნახევარი სჭირდება, ეს კი ნიშნავს საფრთხეს, რომ რუსეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს, რადგან პრემიერ ლიგა 1 თვეში მთავრდება.

მიმდინარე სეზონში ხვიჩამ 23 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. აღნიშნულ თამაშებში კვარაცხელია მატჩის საუკეთესო
ფეხბურთელად 5-ჯერ დაასახელეს, რაც პრემიერლიგის ფეხბურთელთა შორის საუკეთესო მაჩვენებელია."

მკითხველის კომენტარები / 17 /
იმედი მაქვს, ხვიჩა სექტემბერში, ნაკრების თამაშებისათვის სრულად მზად იქნება... ჩაკვეტაძესთან ერთად!!!
tngh
16:23 19-04-2021
0
ეს სტატია უკვე მეორე დღეა თვალებში მაზოლებს მიჩენს! კონკრეტულად ვერ დადგინდა დიაგნოზი რა ტრავმა აქვს ხვიჩას?! სლუცკი წერდა გადავუღებ ახლა მაგნიტო რეზონანსულ ტომოგრაფიას და ზუსტად დავადგენთ რა და რა სიმძომის ტრავმააო?! ჟურნალისტები ხომ ხართ, ამბავი აღარ იკითხეთ?! თუ ყაზანში არ მიძებნა სათანადო აპარატურა და ვერ გადაუღეს ეს ტომოგრაფია?! ასე როგორ შეიძლება?! კვარაცხელია ვიღაც რიგითი ფეხბურთელი ხომ არაა, მთელი ერი იმედით შევყურებთ?! გულშემატკივრები კიდევ რას მარჩიელობთ და ზოგი ავყიაობთ კიდეც?! სანამ არ იქნება კვალიფიციური საექიმო დასკვნა, მანამ თქვენ ნუ ჩამოკიდებთ ხვიჩას ბუცებს ლურსმანზე!
aburjga
14:31 19-04-2021
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული