ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"რუბინის" ექიმს დამაიმედებელი პროგნოზი აქვს" - კვარაცხელიას მამის კომენტარი

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის 26-ე ტურში "რუბინი" გასვლაზე "ურალს" დაუპირისპირდა და 1:0 იმარჯვა.

მატჩის 32-ე წუთზე ყაზანელთა ქართველმა შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა მიიღო, რის გამოც მოედანი დატოვა.

ჩვენ ფეხბურთელის მამას, ბადრი კვარაცხელიას დავუკავშირდით და ვეცადეთ გაგვერკვია, თუ რამდენი ხნის გამოტოვება მოუწევს 20 წლის ქართველს.

"ხვიჩამ სურათი ხვალ უნდა გადაიღოს და ყველაფერი დეტალურად გახდება ცნობილი.

საბედნიეროდ, წინასწარი პროგნოზი ძალიან კარგი და დამაიმედებელია. "რუბინის" ექიმი ამბობს, რომ მაქსიმუმ, 10-12 დღის გამოტოვება გახდება საჭირო.

თავად ხვიჩა კი მოედანზე იქამდე არ დაბრუნდება, სანამ დარწმუნებული არ იქნება,
რომ ტრავმის რეციდივი არ ექნება", - ამბობს ბადრი კვარაცხელია.

ასევე დაგაინტერესებთ