ჯუღელი კვარაცხელიას ტრანსფერზე "იუვენტუსისა" და "ინტერის" წარმომადგენლებს შეხვდა

AutoSharing Option
Betting Insider-ის ცნობით, "რუბინის" გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას სამსახურით სერია A-ს კლუბები არიან დაინტერესებულნი.

გამოცემის მტკიცებით, რომელიც ყაზანური კლუბის ხელმძღვანელობის ახლო წყაროს ეყრდნობა, გასულ კვირაში ფეხბურთელის აგენტი მამუკა ჯუღელი და მიხაილ პროკოპეცი (იურისტი, რომელიც "რუბინის" ინტერესებს წარმოადგენს) იტალიაში იმყოფებოდნენ და "იუვენტუსისა" და "ინტერის" წარმომადგენლებს შეხვდნენ.

მათ კლუბებს აცნობეს, რომ კვარაცხელიას კონტრაქტის გამოსასყიდი ფასი 20 მილიონია.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ "ურალთან" რუსეთის ჩემპიონატის მატჩში ხვიჩას მიღებული ტრავმა სერიოზული არ არის და 10-12 დღე გაუცდება.

მკითხველის კომენტარები / 9 /
სანამ ნამდვილად არ გადავა ხვიჩა, რომელიმე გრანდში, მანამდე ამდენ მითქმა-მოთქმას, ჭორებს არ დავუჯერებ.
ლაშა
19 აპრილი 2021 19:03
4
ეს ტიპი ვინმეზე მომლაპარაკებელია არაა, ძალიან ამაყი და მოტრაბახეა მარტო.
აჩი***
19 აპრილი 2021 17:58
16
ჯუღელი საქმეს აკეთებს და ვერ გავიგე, რას ვერჩით ამ კაცს? დაგვიშავა ვინმეს რამე?
ალეკო
19 აპრილი 2021 18:26
15
ჯერ გააკეთოს რამე რუსეთის გარეთ და მერე ვილაპარაკოთ. რასაც დაგვპირდა ასე ვიზავ ისე ვიზავო აბა სად არი?
ქიშვარდი
20 აპრილი 2021 03:02
2
რას დაგპირდა?
ქიშვარდის
20 აპრილი 2021 22:16
0
ეს ხალხი ინფორმაციას გვაწვდის და ვისაც არ უნდა, ნუ წაიკითხავს. იძულების წესით ხომ არ აკითხებს ვინმე? აბა, არ გაგვაგებინონ, რა ხდება? გამაოცებს ზოგიერთი.
ილია
19 აპრილი 2021 22:06
2
მალე გამოჯანმრთელება ქართული ფეხბურთის იმედს. რას ვიზავთ, ეს დომინო არ არის ფეხბურთია, ფეხბურთში კი ყველაფერი ხდება.
ჟორა
19 აპრილი 2021 18:08
0
ჯუღელი კი არა შეეშვით ამ ბიჭს, არარის ამდენი იდიოტობის წერა საჭირო არაა!
c
19 აპრილი 2021 22:01
8
"ანანიმშიკებო" ყველა ქვეყნისა, ამ საიტის კომენტარებში შეერთდით. სრულად ვეთანხმები ილიას, ჩვენ, მკითხველმა ყველა ინფორმაცია უნდა მივიღოთ. რას ქვია, ვიღაცას არ მოსწონს და არ გაგვაგებინონ არაფერი?
ლევანი
19 აპრილი 2021 22:28
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული