ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ჯუღელი კვარაცხელიას ტრანსფერზე "იუვენტუსისა" და "ინტერის" წარმომადგენლებს შეხვდა

AutoSharing Option
Betting Insider-ის ცნობით, "რუბინის" გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას სამსახურით სერია A-ს კლუბები არიან დაინტერესებულნი.

გამოცემის მტკიცებით, რომელიც ყაზანური კლუბის ხელმძღვანელობის ახლო წყაროს ეყრდნობა, გასულ კვირაში ფეხბურთელის აგენტი მამუკა ჯუღელი და მიხაილ პროკოპეცი (იურისტი, რომელიც "რუბინის" ინტერესებს წარმოადგენს) იტალიაში იმყოფებოდნენ და "იუვენტუსისა" და "ინტერის" წარმომადგენლებს შეხვდნენ.

მათ კლუბებს აცნობეს, რომ კვარაცხელიას კონტრაქტის გამოსასყიდი ფასი 20 მილიონია.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ "ურალთან" რუსეთის ჩემპიონატის მატჩში ხვიჩას მიღებული ტრავმა სერიოზული არ არის და 10-12 დღე გაუცდება.

ასევე დაგაინტერესებთ