სლუცკიმ თქვა, რომ ხვიჩა წავა და 4 კლუბი ურჩია

AutoSharing Option
"რუბინის" მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ მოსაზრება გამოთქვა იმაზე, თუ რომელ კლუბში უჯობს გადასვლა მისი გუნდის ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას.

"თუ ხვიჩა წავა, ეს ერთ-ერთი დიდი კლუბი უნდა იყოს, რომელიც საკმაოდ დიდი ფულის შემოთავაზებას შეძლებს. მე ვფიქრობ, ამ ზაფხულს წავა. ვურჩევდი იქ წავიდეს, სადაც მიზნად დიდ ამოცანებს ისახავენ, მაგრამ თავის გამოჩენის შესაძლებლობაც ექნება.

ინგლისში "ევერტონს" ვურჩევდი, გერმანიაში - "ბაიერს", იტალიაში - "ატალანტას", ესპანეთში კი - "სევილიას". მოკლედ, ვურჩევ არა ჩემპიონატის პირველ სამ გუნდს, არამედ "სუბტოპს" - რომლებიც წამყვან ჩემპიონატებში მეოთხე, მეხუთე და მეექვსე
ადგილზე არიან. ვთვლი, რომ თავიდანვე "მილანსა" და "ბაიერნში" არ უნდა გადავიდეს, რადგან გარანტირებული სათამაშო დრო უნდა ჰქონდეს. თუ არ ითამაშებს, ეს ტრაგედია იქნება, რომელსაც ხვიჩა ვერ გადაიტანს", - ციტირებს სლუცკის kazanfirst-ი.

მკითხველის კომენტარები / 21 /
ევერტონში არ გადახვიდე, ბიჭო :დ მაგათ შენი ხათრითაც ვერ ვუგულშემატკივრებ :დ
ynwa
10:40 24-04-2021
0
სლუცკი ძალიან კვალიფიციური, გამოცდილი და რაც მთავარია წესიერი ადამიანია და მის ეროვნებას ამ შემთხვევაში არავითარი მნიშვნელობა არ ააქვს! მან ხვიჩას ძალიან ჭკვიანური და კარგად გააზრებული რჩევაა მისცა და ჯობია ხვიჩამ ის აუცილებლად გაითვალისწინოს! რადგან ყველა ეს ოთხი გუნდი შემტევ ფეხბურთს ქადაგებენ, სადაც ხვიჩას საკუთარი თავის და ნიჭის მაქსიმალურად კარგად წარმოჩენა და განვითარება შეეძლება. რა თქმა ასეთი დიდი პოტენციალის მქონე ფეხბურთელს, დიდ გუნდებშიც შეეძლება თამაში, მაგრამ კარგად დაფიქრდეს მისთვის რა ჯობია, მაგ. მთელი სეზონი N2 ან N3 სათადარიგო ფეხბურთელი იყოს, სკამზე იჯდეს და უმეტესწილად იქ არსებული წამყვანი ფეხბურთელების შეცვლებზე შედიოდეს თუ თავიდანვე ძირითადში დამკვიდრების შანსი, შესაბამისად მუდმივი სათამაშო პრაქტიკა და განვითარების საშუალება ქონდეს?!
დავითი
13:52 23-04-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული