ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

სლუცკიმ თქვა, რომ ხვიჩა წავა და 4 კლუბი ურჩია

AutoSharing Option
"რუბინის" მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ მოსაზრება გამოთქვა იმაზე, თუ რომელ კლუბში უჯობს გადასვლა მისი გუნდის ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას.

"თუ ხვიჩა წავა, ეს ერთ-ერთი დიდი კლუბი უნდა იყოს, რომელიც საკმაოდ დიდი ფულის შემოთავაზებას შეძლებს. მე ვფიქრობ, ამ ზაფხულს წავა. ვურჩევდი იქ წავიდეს, სადაც მიზნად დიდ ამოცანებს ისახავენ, მაგრამ თავის გამოჩენის შესაძლებლობაც ექნება.

ინგლისში "ევერტონს" ვურჩევდი, გერმანიაში - "ბაიერს", იტალიაში - "ატალანტას", ესპანეთში კი - "სევილიას". მოკლედ, ვურჩევ არა ჩემპიონატის პირველ სამ გუნდს, არამედ "სუბტოპს" - რომლებიც წამყვან ჩემპიონატებში მეოთხე, მეხუთე და მეექვსე
ადგილზე არიან. ვთვლი, რომ თავიდანვე "მილანსა" და "ბაიერნში" არ უნდა გადავიდეს, რადგან გარანტირებული სათამაშო დრო უნდა ჰქონდეს. თუ არ ითამაშებს, ეს ტრაგედია იქნება, რომელსაც ხვიჩა ვერ გადაიტანს", - ციტირებს სლუცკის kazanfirst-ი.

ასევე დაგაინტერესებთ