ქართველების "ანორთოსისი" კვიპროსის თასის ფინალში გავიდა

AutoSharing Option
კვიპროსის თასის განმეორებით 1/2-ფინალურ მატჩში ქართველების „ანორთოსისმა“ „აპოელი“ 3:1 დაამარცხა და 13 წლის შემდეგ პირველად გავიდა ფინალში. შეგახსენებთ, პირველი შეხვედრა 1:0 ჰქონდა მოგებული.

„ანორთოსისს“ დისკვალიფიცირებული ბუბა დაუშვილი ვერ დაეხმარა, თემურ ქეცბაიამ გიორგი ლორია (ყვითელი ბარათი მიიღო), თორნიკე ოქრიაშვილი და ტრავმამორჩენილი გიორგი ქვილითაია სასტარტოში დააყენა და ეს უკანასკნელი 64-ე წუთზე შეცვალა.

ფინალში „ანორთოსისი“ „ოლიმპიაკოსს“ დაუპირისპირდება, რომელმაც ნახევარფინალში აელ-ის ბარიერი უპრობლემოდ გადალახა.

ნიქოზია. „Neo GSP“

აპოელი - ანორთოსისი 1:3
გოლები: 0:1 ჰუშბაუერი (25), 1:1 გარნერი (37, პენ), 1:2 კორეა (45+3), 1:3 კორეა
(75)

მკითხველის კომენტარები / 7 /
ნაკრებში კი გამაზა შანსი,მაგრამ "ეს უკანასკნელი" მაინც გადაჭარბებული ბულინგია :)
Levani
22 აპრილი 2021 11:47
6
დადებს ქეცბა თას.. წინაზე ჩემპიონობა მოპარეს:( გადაედოთ და ერთი თამაშით მაინც გაერკვიათ ჩემპიონი ვინ იქნებოდა:(
გოგა
22 აპრილი 2021 10:55
1
მიდი ქეცბა!
მოგებულმა და ამაყმა დატოვე ეგ გუნდი.
წარმატებებს გისურვებ! ალალად
₾ადო
21 აპრილი 2021 23:45
0
Naxe raaa... gaukvirda raaa...))) yochag temur, tasis awevas gisurveb
Temo
21 აპრილი 2021 23:31
1
ყოჩაღ!!! გილოცავთ!!! გამეხარდა ძალიან!!!
დათო
21 აპრილი 2021 23:08
0
ქალის სიმართლეო...
მგონი ბაია წერს...
buba
22 აპრილი 2021 11:07
1
მეც ძალიან გამიხარდა, თუმცა მილოცვა ჯერ ნაადრევი მგონია - ცოტაც მოვითმინოთ
ქალის სიმართლე
22 აპრილი 2021 01:04
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული