Onefootball: კვარაცხელიას ძლიერი და სუსტი მხარეები - რა შემთხვევაში ელის წარმატებული კარიერა ევროპაში?

AutoSharing Option
onefootball-მა 20 წლამდე მარცხენა გარემარბებზე ფრიად საინტერესო ანალიტიკური წერილი გამოაქვეყნა, საუკეთესო ათეულში „რუბინის“ ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია შეიყვანა და ვრცლად და არა ზედაპირულად დაახასიათა.

U20-ის საუკეთესო ტალანტი მარცხენა ნახევარმცველები 2021 წელს - უახლოეს წლებში ისინი საფეხბურთო სამყაროს გაახარებენ:

ანდერ ბარენეჩეა (სოსიედადი)
ანსუ ფატი (ბარსელონა)
ბრიან ხილი (ეიბარი)
ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი)
ტალეს მანიო (ვასკო და გამა)
ნათანელ მბუკუ (სტად რეიმსი)
ბუკაიო საკა (არსენალი)
კამალდინ სულემანა (ნორდსიელანდი)
ნაკი უნიუვარი (აიაქსი)
ალან ველასკო (ინდეპენდენტე)

ხვიჩა კვარაცხელია - საქართველოს სუპერვარსკვლავი - იმედი
ფეხბურთელი მოკლე პროფილში
ძლიერი მხარეები:
დრიბლინგი, კონტრშეტევა
სუსტი მხარე: იერიშის დასრულება

კახა კალაძე, შოთა არველაძე და ლევან კობიაშვილი, მათი თბილისის „დინამო“ ოდესღაც სსრკ-ის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი იყო და ამ გუნდიდან წასული რამდენიმე ფეხბურთელი წარმატებული ლეგიონერი გახდა. ამჟამად კვარაცხელია ახდენს ევროპელებზე წარუშლელ შთაბეჭდილებას. მისით უკვე „დორტმუნდი“ და „ბაიერნი“ დაინტერესდნენ.

ამბობენ, რომ როდესაც 2019 წლის ზაფხულში მოსკოვის „ლოკომოტივი“ დატოვა, ამ ფაქტის გამო მაშინდელმა მწვრთნელმა იური სიომინმა იტირა.

თათრეთში გამოცდილი მწვრთნელის, ლეონიდ სლუცკის ხელმძღვანელობით სწრაფად განვითარდა და 51 მატჩში (საშუალოდ 64 წუთს თამაშობს) 7 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა გააკეთა.

კვარაცხელიას ყველაზე ძლიერი მხარე დრიბლინგია. გიჟური 14 ცდა 90 წუთში და ამ მაჩვენებლით რუსეთის ელიტურ ლიგაში გასულ სეზონში დიდი უპირატესობით ლიდერი იყო. თუმცა მომენტების ნახევარზე ცოტა მეტს აგვირგვინებს. აღსანიშნავია, რომ უამრავი სახიფათო შეტევის საიმედო წყაროა.

ქართველი კონტრიერიშისას ხშირად ბურთს ძალიან წინ იგდებს, რათა სისწრაფე გამოიყენოს. 20 წლის ხვიჩა ფლანგიდან კარში იშვიათად ურტყამს, უპირატესობას მარცხენა ფრთიდან საჯარიმოში შეჭრას ან საჯარიმოს გასწვრივ მოძრაობას ანიჭებს, საიდანაც მარჯვენა ფეხით გადამწყვეტ დარტყმას ახორციელებს.

პრემიერლიგის არც ერთი ფეხბურთელი არ ქმნის ამდენ სახიფათო მომენტს (2.1 90 წუთში). საჯარიმოში მეტოქესთან კონტაქტს ეძებს და ხშირად პენალტს მოინადირებს.

საკვანძო გარღვევების (0.71) და მოსალოდნელი პასების (xA, 0,31) კარგი მაჩვენებელი გააჩნია. სამხრეთკავკასიელის მიერ დასკვნით ფაზაში მიღებული გადაწყვეტილებები და დროის სწორად შერჩევა ჯერ კიდევ უკეთესის სურვილს ტოვებს.

ქართველი ხშირად მიდის დრიბლინგისას ძალიან ბევრი მეტოქის წინააღმდეგ, შემდეგ კი, ვარიანტების არარსებობისას, იძულებულია ნაკლებად პერსპექტიული გაგრძელება აირჩიოს. მარტის დასასრულს ესპანეთთან და საბერძნეთთან გატანილმა გოლებმა შეიძლება პოტენციურად ტრენდის (მიმდინარეობის) შემობრუნებაზე მიგვითითოს.

თუ საქართველოს 2020 წლის საუკეთესო ფეხბურთელი მართლაც მდგრადად გააუმჯობესებს თავის საგოლე კოეფიციენტს და გაზრდის დრიბლინგის სარგებლიანობა-მიზანშეწონილობას, ევროპის ტოპ 5-ის რომელიმე ლიგაში წარმატებულ კარიერაში ხელს ვერაფერი შეუშლის.

მკითხველის კომენტარები / 15 /
მესხი ,მეტრეველი,ხურცილავა,გუცაევი,შენგელია,დარასელია,ხიზანიშვილი,არველაძები და კიდევ მრავალი რითარიან ზემოთ ჩამოთვლილებზე ნაკლები საუბარი არა მაქვს მესისა დარონალდინოზე(ეს ჩემი აზრია და მაქვს უფლება მეს და ყველას)ესეთები საუკუნეში ერთეულები არიან,დანარჩენები ჩვეულებრივზე კარგი ფეხბურთელები არიან დაცვისა მიაღწევს მათ დონეს მგონია
გიო
14:14 03-05-2021
0
Art tyuilad laparakob megobaro, dges chvens qveyanashi tkbili tyuili urchevniat mcare simartles. Amat goniat ertxel dila gatenda da roni da messi msoflio fexburtis varskvlavebi gaxdnen. Tan imasac fiqroben arundat xvichastvis kargio. Vacadot am bichs da yvelaferi kargad iqneba, ubralod vacadot.
Milani
23:02 01-05-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული