ყაზაიშვილმა მეტოქე ტანის მოძრაობით მოატყუა და გოლი ბილიარდისებული დარტყმით გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სამხრეთ კორეის უმაღლესი დივიზიონის მე-13 ტურში, ვაკო ყაზაიშვილმა მორიგი გოლი გაიტანა. ქართველის "ულსანმა" "გუნჯუ" მიიღო და 2:0 სძლია.

აზიის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულთა რიგებში, ქართველმა შემტევმა 50-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, გოლი კი საკმაოდ ეფექტური გამოუვიდა - ჯერ მცველები დაჩაგრა და შემდეგ, მოჭრილი დარტყმით მოწინააღმდეგის კარი აიღო.

ყაზაიშვილის გუნდი ჩემპიონატში მეორე ადგილს იკავებს, ქართველმა კი უკვე მეორე გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასიც აქვს.

altვაკო ყაზაიშვილი - ფეხბურთელი, რომელიც სანიოლის ნაკრებს სჭირდება

alt

გოლი ბილიარდისებული დარტყმით გაიტანა [VIDEO]" />ყაზაიშვილმა ბურთი ცენტრში მიიღო, საჯარიმოში შეიჭრა და დიდებული დარტყმით გოლი გაიტანა! ქართველის ბენეფისი კორეაში [VIDEO]


 
მკითხველის კომენტარები / 12 /
ბილიარდისებური დარტყმა განვსაზღვროთ- ბურთი ვიმეს უნდა გაარტყა და ისე უნდა გაიტანო,ან ბურთი ვინმეს უნდა გაარტყა ისე რო ის ვინმე ბადეში შევარდეს..ან წაკუზულმა უნდა დაარტყა,ან დარტყმის მერე კოქტეილი დალიო,ან ბუცზე ცარცი უნდა წაისვა.. ჩვენი ფეხბურთელები კიდე ძირითადად რებისებურად თამაშობენ..რეგბისტებივით ურტყამენ და წინ პასს არ აკეთებენ.
Levani
02 მაისი 2021 01:03
0
ყაზაიშვილი იმსახურებუს თუ არა ნაკრებში თამაშს ეგ სხვაა თემაა, მაგრამ სასაცილო ის არის, რომ აქ ზოგიერთი კორეის ჩემპიონატს ჭ კლასს უწოდებს და ამ დროს საქართველოს ჩემპიონატიდან ითხოვს ფეხბურთელების გამოძახებას. დარწმუნებული ვარ ყაზაიშვილია გუნდი დინამოს, რომ შეხვდეს დაახლოებით იგივეს დამართებს, რაც ფარერელმა მეთევზეებმა. კიდე იცი რა მიკვირს, რომელი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს ა ან ბ ლიგაში? ტიპები კვიპროსში და ყაზახეთში ჯახირობენ.
H
01 მაისი 2021 23:52
0
აზიის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულები საკონინენტთაშორისო თასის გამარჯვებული არასოდეს ყოფილა, მაგრამ მსოფლიოს საუკეთესო კლუბებთან არასოდეს შერცხვენილა და ლამის ტოლსწორად ეთამაშებოდა. ასეთ გუნდში გადასვლა სამარცხვინო სულაც არაა, მით უმეტეს, რომ იქაც გამორჩეულია. მთავარია ფორმაში იყვეს და ძაღლის ხორცს თუ აჭმევენ ჯანაშიასავით, ეგება გახდეს:).
emigranti
01 მაისი 2021 23:03
0
ბილიარდი გითამაშიათ საერთოდ? :) :) :) რა ბილიარდისეული დარტყმა? მოწეულები ხართ?:)
sijd
01 მაისი 2021 21:30
1
ძალიან ლამაზი გოლი იყო
გ.ხ.
01 მაისი 2021 20:55
2
ცნობისთვის !
სამხრეთ კორეის ნაკრები მსოფლიო რანჟირებაში 39-ე ადგილზეა და უსწრებს ჩეხეთს, ავსტრალიას, ნორვეგიას, რუმინეთს, შოტლადიას, ირლანდიას და სხვ. საქართველო 91-ე ადგილზეა.
https://www.fifa.com/fifa-world-ranking/ranking-table/men/
გრიგოლი
01 მაისი 2021 19:54
4
ბელგიის ნაკრები სულაც პირველია, მაგრამ ბეგლიური კლუბები ჩემპიონთა ლიგაში ვერ ხვდებიან.

ყაზაიშვილმა რამდენად უკლო თამაშს ორი რამ მოწმობს: ისედაც სუსტ მლს-ის ლიგაში არც თუ კარგი გამოსვლა ბოლო პერიოფში ვიდრე წამოვიდოდა და მეორე, საქართველოს ნაკრებში მის
მიერ ბოლოს ჩატრებული სუსტი თამაშები. და ამ ყველაფრის მიუხედავად, გადავიდა და პრაქტიკულად “ანგრევს” ლიგას, ან გოლი გააქვს ან პასს აკეთებს. თავად განსაზღვრეთ ეხლა მაგ ლიგის დონე

27-28 წლის ფეხბურთელს რომ წონის პრობლემა ექნება, ეგ უკვე საკმარისი ფაქტორია მისი პროფესიონალიზმის შესაფასებლად. კუპატივით რომ ჩამოვიდა ბოლოს ნაკრებში
მერე რა
01 მაისი 2021 20:21
2
როგორც ჩანს ძალიან დაბალი დონეა ეს კორეის ჩემპიონატი მიუხედავად იმისა, რომ აზიის ლიგა ყველაზე მეტჯერ კორეულ კლუბებს აქვთ მოგებული
Levani
01 მაისი 2021 19:40
5
გაფიცებთ ყველაფერს, ბილიარდისებური დარტყმა ფეხბურთში რას ნიშნავს ან ამ დარტყმაში რა ნახეთ ასეთი? კიდე მესმის, რიკოშეტი ყოფილიყო :) :). თუ მაინცდამაინც, არსებობს ტერმინი "იუველირული სიზუსტე", ჰოდა ის უნდა გამოგეყენებინათ
მერაბი
01 მაისი 2021 18:30
4
ძალიან გთხოვთ არ დაიწყოთ, ნაკრების ძირითადში იმსახურებს ადგილსო, იმის გამო რომ ამ “ჭე” კლასის ლიგაში ბურთები გააქვს.

პირადად ჩემთვის დამთავრდა ყაზაიშვილის ფეხბურთი მას შემდეგ რავ ჰოლანდიიდან წავიდა.
სად იდგა მეკარე )))
01 მაისი 2021 18:23
12
არც ერთ სხვა ფეხბურთელზე არ იწერება ამდენი სარეკლამო სტატია, თავისი "ბრჭყვიალა" სათაურებით,როგორც ამ ბიჭზე.... თითქოს თავს ძალად გვახვევენ....
არდილეს
02 მაისი 2021 09:20
1
საოცარია რა ჭე კლასს ვეძახით კორეას რომ შეგვხვდენ დაგვახევენ ბურთს თავზე მეორეც რომელი შენ ჰაი კლასის ნაკრებში უნდა გამოიძახონ ვაკო ეხლა რომ ვერ მოხვდეს საქართველოს ნაკრებში
Gela
01 მაისი 2021 19:36
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული