ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ქართველების გუნდის გამარჯვება 6 წაგების შემდეგ

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის 28-ე ტურში ქართველების "როტორმა" საკუთარ მოედანზე 1:0 დაამარცხა "ახმატი". გოლი ალეკსეი შეტკინმა 23-ე წუთზე გაიტანა.

"როტორში" შეუცვლელად ითამაშა საბა კვირკველიამ, ზურიკო დავითაშვილი 62-ე წუთზე შეცვალეს, ნიკოლაი ყიფიანი 81-ეზე, ხოლო გიორგი არაბიძე განაცხადში არ იყო.

"როტორმა" ჩემპიონატზე წაგებული ზედიზედ 6 მატჩის შემდეგ გაიმარჯვა, 26 თებერვლის შემდეგ პირველად გაიტანა გოლი, 21 ქულით მე-14 ადგილზეა და 7 მაისს სტუმრად "სოჭის" შეხვდება.

ასევე დაგაინტერესებთ