"რუბინმა" ასტრონიმიული თანხა დაასახელა თუ რა ფასად შეელევა ხვიჩას..

AutoSharing Option
ყაზანის "რუბინის" სპორტულმა დირექტორმა, ოლეგ იაროვინსკიმ ხვიჩას სატრანსფერო ღირებულებაზე ისაუბრა.

"ჩვენი ფასი კვარაცხელიას სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გახლავთ" - განაცხადა იაროვინსკიმ.

ასევე მითითებულია, რომ ევროპის რამდენიმე წამყვანმა კლუბმა ყაზანულ კლუბს ხვიჩას თაოაზე წინადადებით უკვე მიმართა. შეგახსენებთ, 20 წლის ქართველმა 23 შეხვედრა გამართა, თავი კი 4 გოლითა და 8 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა. კვარაცხელიას რუსულ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს. 

უშუალოდ ამ სეზონში "რუბინი" რუსეთის პრემიერ ლიგაში მე-4 ადგილზე 49 ქულით იმყოფება.

წყარო: rusfootball

altOnefootball: კვარაცხელიას ძლიერი და სუსტი მხარეები - რა

შემთხვევაში ელის წარმატებული კარიერა ევროპაში?

მკითხველის კომენტარები / 36 /
ხვიჩას აგენტმა უნდა ივარგოს და შეუთანხმდეს იუვენტუსს. თუ რუბინი გაჯიუტდა, გააუქმოს რუბინთან კონტრაქტი, გადაუხადოს ჯარიმა და რაც დარჩება ისიც კარგი იქნება. მთავარია ხვიჩა გავა უმაღლს დონეზე.
გიორგი
00:10 09-05-2021
0
გასაგებია, რომ კვრა ჩვენიანია და ყვენთვის ველაზე მაგარია,მაგრამ ამ სეზონში რომ 8 ასისტი შეასრულა საიდან მოიტანეთ,რუსეთის პრემიერ ლიგის ოფიციალურ საიტზე 7 ასისტით პირველ ადგილზეა დუგლას სანტოსი ზენიტიდან,ხოლო კვარა 3 ასისტით მხოლოდ ოცეულშია,ისე სპორტალს შეუძლია სულაც 10 დაუწეროს, რა პრობლემაა....
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული