ვაკო ყაზაიშვილის წარმატებული სერია გრძელდება!

AutoSharing Option
სამხრეთ კორეის ჩემპიონატის მე-13 ტურში "გუნჯუს" კარში გატანილი მშვენიერი გოლის შემდეგ "ულსანის" შემტევი ვაკო ყაზაიშვილი კვირის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

K League-ს ოფიციალურმა გვერდმა სიმბოლური ნაკრები 3-4-3 ტაქტიკური სქემით შეადგინა და ქართველმა ფეხბურთელმა ადგილი მარცხენა შემტევის პოზიციაზე დაიკავა.

შეგახსენებთ, ეს ყაზაიშვილისთვის ჩემპიონატში მეორე გოლი იყო და მას ამდენივე საგოლე გადაცემაც აქვს. ვაკო უკვე მეორედ მოხვდა კვირის სიმბოლურ გუნდში, თან იქამდე მე-8 ტურის საუკეთესო ფეხბურთელადაც აღიარეს.

"ულსანი" გათამაშებაში მეორე ადგილს იკავებს და უახლოეს შეხვედრას 9 მაისს გამართავს.

წყარო:  K League-ს ოფიციალური "ფეისბუქგვერდი"

altყაზაიშვილმა

მეტოქე ტანის მოძრაობით მოატყუა და გოლი ბილიარდისებული დარტყმით გაიტანა [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 2 /
იმედია, ვაკო ისევ დაუბრუნდება საქართველოს ნაკრებს... თანაც წარმატებით!!!
tngh
04 მაისი 2021 15:30
4
სამხრეთ კორეა არის მაღალგანვითარებული ქვეყანა,იქ ყველაფერს დიდი ყურადღება ექცევა მათ შორის ფეხბურთს,ამიტომ კორეის ჩემპიონატი ნამდვილად არაა ხელწამოსაკრავი,ვაკოს გუნდმა აზიის ჩემპიონთა ლიგა მოიგო წინა სეზონში! ვაკოს ეს მიღწევა ნამდვილად აღსანიშნავი ფაქტია,წამატებები ვაკო!
kaxa
04 მაისი 2021 12:01
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული