K League-ს ოფიციალურმა გვერდმა სიმბოლური ნაკრები 3-4-3 ტაქტიკური სქემით შეადგინა და ქართველმა ფეხბურთელმა ადგილი მარცხენა შემტევის პოზიციაზე დაიკავა.
შეგახსენებთ, ეს ყაზაიშვილისთვის ჩემპიონატში მეორე გოლი იყო და მას ამდენივე საგოლე გადაცემაც აქვს. ვაკო უკვე მეორედ მოხვდა კვირის სიმბოლურ გუნდში, თან იქამდე მე-8 ტურის საუკეთესო ფეხბურთელადაც აღიარეს.
"ულსანი" გათამაშებაში მეორე ადგილს იკავებს და უახლოეს შეხვედრას 9 მაისს გამართავს.
წყარო: K League-ს ოფიციალური "ფეისბუქგვერდი"
ყაზაიშვილმა მეტოქე ტანის მოძრაობით მოატყუა და გოლი ბილიარდისებული დარტყმით გაიტანა [VIDEO]