ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"ქართველი მცველი დამაჯერებელი იყო" - "როტორის" გადარჩენის შანსები

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის 28-ე ტურში, გროზნოს "ახმატის" დამარცხების (1:0) შემდეგ, საქართველოს ნაკრებისა და ვოლგოგრადის "როტორის" ცენტრალური მცველი საბა კვირკველია რამდენიმე გამოცემამ ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა. football.kulichk-ი წერს:

"წინა ტურში ავტოგოლის გატანის შემდეგ კვირკველია ძალიან კონცენტრირებული იყო. ქართველი მცველი საიმედოობით გამოირჩეოდა როგორც საჰაერო ორთაბრძოლებისას, ასევე მიწაზე თამაშის დროსაც. საბა საკუთარ გუნდს გამარჯვებაში, 5 მოგებული საჰაერო დუელის გარდა, 2-2 მოგერიება-ჩაჭრითაც დაეხმარა."

რუსეთის პრემიერლიგაში "როტორი" 21 ქულით მე-14 ადგილზეა. ზუსტად ამდენივე ქულა აქვს ჯიმი ტაბიძის "უფას". შეგახსენებთ, პრემიერლიგიდან უკანასკნელი ორი გუნდი პირდაპირ გავარდება, ორი კი პლეი-ოფს
ითამაშებს.

კვირკველიას, არაბიძის, დავითაშვილისა და ყიფიანის "როტორს" რთული მატჩები აქვს გასამართი - ჯერ "სოჭს", შემდეგ კი ხვიჩა კვარაცხელიას "რუბინს" ესტუმრებიან, რომლებიც, თავის მხრივ, ევროსაგზურისთვის იბრძვიან.

მომზადებულია football.kulichk-ის მიხედვით


alt"როტორი" დამარცხდა, კვირკველია ყოფილი გუნდის წინააღმდეგ საუკეთესო იყო


ასევე დაგაინტერესებთ