lavozdelpuchades: ზაფხულში მამარდაშვილი "ვალენსიაში" გადავა

AutoSharing Option
lavozdelpuchades-ის ცნობით, "ვალენსია" მომავალი სეზონისთვის შემადგენლობის გაძლიერებას და მეკარის შეძენას გეგმავს. როგორც ჩანს, უნაი ეჩებერია და ემილიო ბერნარდი კონტრაქტის გაგრძელებას არ აპირებენ, ახალგაზრდული გუნდიდან შარლ პერესს გადაიყვანენ და თბილისის "დინამოს" 20 წლის გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერზე შეუთანხმდნენ, რომელიც იჯარის წესით თბილისის "ლოკომოტივში" თამაშობს.

გამოცემის მტკიცებით, მამარდაშვილს "ვალენსია" იჯარით შვილობილ გუნდში (მესტალია) გაუშვებს, რომელიც ქვედა დივიზიონში ასპარეზობს. თუ თავი წარმოაჩინა, დაახლოებით მილიონ ევროს გადაიხდიან, თუმცა ოფცია სავალდებულო არ არის.

ამას გარდა, მამარდაშვილი ხანდახან "ვალენსიას" მესამე გოლკიპერი იქნება.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თუ ფეხბურთის თამაში უნდა ევროპაში უნდა წავიდეს, ესპანეთს საკმაოდ ძლიერი მეკარეების სკოლა აქვს და დიდ გამოცდილებას მიიღებს, ბევრ სათამაშო ასპექტს დახვეწს იქ. ესპანეთის მესამე ლიგა გაცილებით ჯობია რუსეთის მეორე ლიგას. მაგის მერე ვალენსიამ რომც არ დაიტოვოს, ბევრი გუნდი გამოჩნდება მსურველი. არავინ თქვას რუსეთში განვითარდებაო, იქ ბევრს ვერაფერს ისწავლის
Giorgi
18:47 05-05-2021
3
ვის რაც უნდა მამარდიანი,იდგეს იმ შიჭიკო ლოკომოტივში და ითამაშოს
როტორი
18:33 05-05-2021
17
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული