ბრიტანული მედია: "ქართველი მესის" შესაძენად "ლიდსს" 26 მილიონი ფუნტის გადახდა მოუწევს

AutoSharing Option
"რუბინის" ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას "ლიდსში" შესაძლო გადასვლაზე წერილი ბრიტანულმა hitc.com-მა გამოაქვეყნა.

"რეპორტაჟი: "ლიდსი" ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე მილაპარაკებას აწარმოებს. "რუბინის" დირექტორი 26 მილიონ ფუნტს ითხოვს.

"ლიდსმა" ზაფხულში შეიძლება კიდევ ერთი გარემარბი დაიმატოს და ძიებამ რუსეთში მიიყვანა.

"რუბინის" ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია პერსპექტიულია და როგორც ჩანს, "ლიდსს" ძალიან უნდა თავისთან, ინგლისში წაიყვანოს.

Soccer.ru-ს მტკიცებით, "ლიდსს" კვარაცხელიას შეძენა სურს და ვიკტორ ორტა (კლუბის დირექტორი) უკვე შეხვდა ფეხბურთელის წარმომადგენლებს, რათა განეხილათ პოტენციური ტრანსფერი.

ხვიჩასთვის შეიძლება დიდ ბრიტანეთში სამუშაო ვიზის მიღება პრობლემა გახდეს და თანაც, მისი
სამსახურით "ინტერი", "ნაპოლი", "ატალანტა", "დორტმუნდი", "ბაიერნი", "აიაქსი", "მონაკო", "მილანი" და "იუვენტუსი" არიან დაინტერესებულნი.

ეს იმას ნიშნავს, რომ "ლიდსს" კვარაცხელიას გადასაბირებლად სერიოზული ბრძოლა მოუწევს, მაგრამ ძნელია არ აგაღელვოს იმ პერსპექტივამ, რაც "რუბინში" გამოავლინა.

ის ჩინებული დრიბლინგის უნარების მქონე გარემარბია და გასაკვირი არ არის, რომ "ქართველი მესი" უწოდეს.

20 წლის კვარაცხელიამ ამ სეზონში 4 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა, მარჯვენაფლანგელ რაფინიასთან ერთად "ლიდსში" დაუჯერებელი ტანდემის შექმნა შეუძლია.

რბოლის მოგება ადვილი არ იქნება და როგორც ჩანს, "ლიდსს" დიდი თანხის გადახდა მოუწევს. ყაზანური კლუბის სპორტული დირექტორი ოლეგ იაროვინსკი ამბობს, რომ ფეხბურთელს 30 მილიონ ევროდ აფასებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ "ლიდსს" 26 მილიონი ფუნტის გადახდა მოუწევს.

ეს დაახლოებით იმდენია, რამდენიც "ლიდსმა" გასულ ზაფხულს როდრიგოში გადაიხადა და უფრო მეტი, რაც რიო ფერდინანდის ტრანსფერი დაუჯდა (2000 წლის ნოემბერში "ვესტ ჰემისგან" იმ დროისთვის ბრიტანეთში სარეკორდო, 18 მილიონ ფუნტად იყიდა და მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული მცველი გახდა - რედ.). ასე რომ, მოთხოვნილი თანხიდან გამომდინარე, ორტას დაფიქრება მოუწევს".

მკითხველის კომენტარები / 18 /
რატომ გერმანიის გუნდები არ აქტიურობენ? ყველაზე კარგი ვარიანტია ხვიჩასთვის დორტმუნდი. ყველაზე ცუდი ინგლისი, თუნდაც ლივერპული. ინგლისის პრემიერ ლიგა ძალიან უხეშია და თანაც მაღალტემპიანი.
დავით 67
07 მაისი 2021 00:22
0
რა 25 ტო? მე ლიჩნაად 25 წლის რო ვიყავი მაგარი ვიყავი
გივი სიხარულიძე
06 მაისი 2021 12:36
4
მთავარია ამანაც არ იფიქროს, ჩემპიონი გავხდები რუსეთის და მერე გადავალო
ბ.ჯ.
05 მაისი 2021 21:18
2
ქართველი მესი კი არა ქუთაისელი რონალდო არ გინდათ კიდევ?...არ წაიღეს კაცო ტვინი ამდენი იდიოტური სათაურებით და ცრუ ჭორებით? ახალგაზრდაა და დარბის ჩქარა, იქნება 25-26 წლის და ამის ნახევარი სისწრაფეც არ ექნება თუ პროფესიულად არ მოუდგება თავის მომავალს.
vaxo kurula
05 მაისი 2021 16:46
42
ბოროტი და შურიანი კაცი ჩანხარ შენ ვახო კურალა - ასეა ეს
დათა თუთაშხია
06 მაისი 2021 05:37
4
რიო ფერდინანდი რო იყიდეს მაშინ თბილისში 3 ოთახიანი ბინა 8000 დოლარი ღირდა
Levani
05 მაისი 2021 16:45
2
ar darche rusetshi!!!! chemi azrit arc italiashi unda gadavides, ik zalismier pexburts tamashoben!! an inglisi an germania. lidsi
სანდრო
05 მაისი 2021 16:27
2
დააცადეთ ამ ბიჭს ფეხბურთის თამაში!
კოკო
05 მაისი 2021 15:21
2
მე არ ვენდობი რუებსს რუბინის ხელმძვანელობას და არც ჯუღელს ჯუღელმა თვითონვე თქვა, რომ მე რუსულ ბაზარზე ვმუშაობ და აქ მაქვს კონტაქტებიო.
რუსები რომ მაქსიმალურად შეეცდებიან რომ ხვიჩა რუსეთში დატოვონ მაგაში ეჭვიც არ მეპარება თქვენ გაიხსენეთ არზუმის მაგალითი ირანელი ფეხბურთელი, რომელიც მართაც ძაან მაგარი ფეხბურთელია მასზეც ასევე ამბობდნენ, რომ ევროპაში გაუშვებდნენ ხელს არ შეუშლიდნენ მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ და ა.შ ბოლოს აღმოჩნდა ზენიტში რუბინიდან ასე, რომ აქ უკვე ხვიჩაზეა დამოკიდებული ყველაფერი თუ ის პრინციპულად არ მოინდომებს ევროპაში წასვლას და რომელიმე რუსული გრანდის ზღაპრული კონტრაქტი თუ არ აცდუნებს ის აუცილებლად ითამაშებს ევროპულ გრანდში დღეს თუ არაა ხვალ ამისათვის უნდა წავიდეს მალევე თუ დიდი ფეხბურთის თამაში უნდა სექტემბრამდე სავარაუდოდ ყველაფერი გაირკვევა მაგრამ რუსების ნდობა არ შეიძლება.
გელა
05 მაისი 2021 15:08
6
100% გეთანხმები, რუსები ყველაფერს პოლიტიკურად უყურებენ და მითუმეტეს ფეხბურთს, მათთვის პრინციპის საკითხია რომ საუკეთესოებმა პოსტსაბჭოთა სივრციდან მაგათ გუნდებში ითამაშონ, მაგრად გაჭირდება ხვიჩას მაგ ჭაობი ქვეყნიდან წასვლა.
gio
05 მაისი 2021 16:00
3
არზუმი არა აღლუმი
Igroki
05 მაისი 2021 15:51
0
ქართველი მესიო :) იქნებ რონალდოა? :))) მესი არა ნესვი :) იმედიმაქ რონალდოს პროფესიონალიზმი და ჟილკა ექნება
უი გენაცვალე
05 მაისი 2021 14:14
9
რა გაა----ეთ ამ კვარაცხელიათი , ამის გარდა საქართველოში სხვა ფეხბურთელი არის ?
ა.კ
05 მაისი 2021 12:41
53
აბა სად არის
გგ
05 მაისი 2021 14:50
3
როგორ არ არის მაგრამ უკეთესი არავინ...
ბაჩი
05 მაისი 2021 13:56
0
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული