ბრიტანული მედია: "ქართველი მესის" შესაძენად "ლიდსს" 26 მილიონი ფუნტის გადახდა მოუწევს

AutoSharing Option
"რუბინის" ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას "ლიდსში" შესაძლო გადასვლაზე წერილი ბრიტანულმა hitc.com-მა გამოაქვეყნა.

"რეპორტაჟი: "ლიდსი" ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე მილაპარაკებას აწარმოებს. "რუბინის" დირექტორი 26 მილიონ ფუნტს ითხოვს.

"ლიდსმა" ზაფხულში შეიძლება კიდევ ერთი გარემარბი დაიმატოს და ძიებამ რუსეთში მიიყვანა.

"რუბინის" ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია პერსპექტიულია და როგორც ჩანს, "ლიდსს" ძალიან უნდა თავისთან, ინგლისში წაიყვანოს.

Soccer.ru-ს მტკიცებით, "ლიდსს" კვარაცხელიას შეძენა სურს და ვიკტორ ორტა (კლუბის დირექტორი) უკვე შეხვდა ფეხბურთელის წარმომადგენლებს, რათა განეხილათ პოტენციური ტრანსფერი.

ხვიჩასთვის შეიძლება დიდ ბრიტანეთში სამუშაო ვიზის მიღება პრობლემა გახდეს და თანაც, მისი
სამსახურით "ინტერი", "ნაპოლი", "ატალანტა", "დორტმუნდი", "ბაიერნი", "აიაქსი", "მონაკო", "მილანი" და "იუვენტუსი" არიან დაინტერესებულნი.

ეს იმას ნიშნავს, რომ "ლიდსს" კვარაცხელიას გადასაბირებლად სერიოზული ბრძოლა მოუწევს, მაგრამ ძნელია არ აგაღელვოს იმ პერსპექტივამ, რაც "რუბინში" გამოავლინა.

ის ჩინებული დრიბლინგის უნარების მქონე გარემარბია და გასაკვირი არ არის, რომ "ქართველი მესი" უწოდეს.

20 წლის კვარაცხელიამ ამ სეზონში 4 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა, მარჯვენაფლანგელ რაფინიასთან ერთად "ლიდსში" დაუჯერებელი ტანდემის შექმნა შეუძლია.

რბოლის მოგება ადვილი არ იქნება და როგორც ჩანს, "ლიდსს" დიდი თანხის გადახდა მოუწევს. ყაზანური კლუბის სპორტული დირექტორი ოლეგ იაროვინსკი ამბობს, რომ ფეხბურთელს 30 მილიონ ევროდ აფასებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ "ლიდსს" 26 მილიონი ფუნტის გადახდა მოუწევს.

ეს დაახლოებით იმდენია, რამდენიც "ლიდსმა" გასულ ზაფხულს როდრიგოში გადაიხადა და უფრო მეტი, რაც რიო ფერდინანდის ტრანსფერი დაუჯდა (2000 წლის ნოემბერში "ვესტ ჰემისგან" იმ დროისთვის ბრიტანეთში სარეკორდო, 18 მილიონ ფუნტად იყიდა და მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული მცველი გახდა - რედ.). ასე რომ, მოთხოვნილი თანხიდან გამომდინარე, ორტას დაფიქრება მოუწევს".

მკითხველის კომენტარები / 18 /
რატომ გერმანიის გუნდები არ აქტიურობენ? ყველაზე კარგი ვარიანტია ხვიჩასთვის დორტმუნდი. ყველაზე ცუდი ინგლისი, თუნდაც ლივერპული. ინგლისის პრემიერ ლიგა ძალიან უხეშია და თანაც მაღალტემპიანი.
დავით 67
00:22 07-05-2021
0
რა 25 ტო? მე ლიჩნაად 25 წლის რო ვიყავი მაგარი ვიყავი
გივი სიხარულიძე
12:36 06-05-2021
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული