მაგარი ამბავი: ხვიჩამ ტრავმა მოირჩინა და ბრუნდება!

AutoSharing Option
business-gazeta იტყობინება, რომ "რუბინის" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა მოირჩინა და დასაბრუნებლად მზადაა.

გამოცემის ცნობით, კვარაცხელიამ უკვე დაიწყო ვარჯიში და შეიძლება 8 მაისს სტუმრად ტულის "არსენალთან" ითამაშოს.

ხვიჩამ ბარძაყის ტრავმა 18 აპრილს "ურალთან" შეხვედრაში მიიღო და არსებობდა იმის საშიშროება, რომ ამ სეზონში ვეღარ ითამაშებდა.

კვარაცხელიამ ამ სეზონში რუსეთის პრემიერლიგის 23 მატჩში 4 გოლი გაიტანა, 8 საგოლე გადაცემა გააკეთა, 3 პენალტი მოინადირა, მისი "რუბინი" კი მეოთხე ადგილზეა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
გოლის აღნიშვნის გავრცელებული ვარიანტია ბევრი აკეთებს ზოგი ტუჩებთან მიიტანს თითს და მეტოქე გულშემატკივრებს აჩუმებს ყურთან მიტანა ერთგვარი ჟესტია გამაგონეთ სად ხართო...
კახა
06 მაისი 2021 11:11
0
სწავლობდი შენ სადმე..
jigari
06 მაისი 2021 14:34
1
კვარა, ზურა, ჩაკვე და სხვები, გაგვახარეთ, გაახარეთ საქარტველო
ss
06 მაისი 2021 11:00
0
ამ ტიპს რატომ ააქვს ყოველთვის ხელი ყურთან?
ეკა
06 მაისი 2021 09:15
8
ამ ე.წ. ტიპსთელი მსოფლიო იცნობს, შენნაირ ტიპს?....
06 მაისი 2021 11:45
1
ნუ აჩქარებით ბადრიევიჩ, ჩაკვეტაძის მაგალითი წინ გაქვს(არ გავთვალო)
ლაშა
06 მაისი 2021 01:45
5
ხვიჩიანუ რონალდუ
jigari
06 მაისი 2021 01:08
0
ყველასი მარა კვარას დაბრუნების არ მეშინია , ჯერ თვითონაც ხო განათლებულია ამ საკითხში და მეორე კიდე სლუცკის ბოლომდე ვენდობი.წარმატებები ხვიჩოვსკი
ლშა
05 მაისი 2021 22:27
1
აა, ნელა! ესეთი ამბების წაკითხვა ცუდადა გვაქვს დაცდილი
ოპ
05 მაისი 2021 22:12
11
ძალიან კარგი სიახლეა წარმატებები კვარას იმედი მაქვს დარჩენილ თამაშებში თავს გამოიჩენს და სტატისტიკას გაიუმჯობესებს.
ძალიან გთხოვთ იქნებ გარკვიოთ რა მდგომარეობაში არიან ჩაკვეტაძე და ზარანდია მათზე დიდი ხანია არაფერია ახალი როგორ მდგომარება აქვთ ახლაა და როდის შეიძლება დაბრუნდნენ ზარანდიაზე თითქმის ერთი წელია არაფერი ისმის დასრულა კარიერა თუ რა მოხდა ამ ბიჭის თავს გაურკვეველია.
ზაზა
05 მაისი 2021 21:49
2
წარმატებები კვარა! უკანააკნელი ტრავმა ყოფილიყოს! სულ ჯანმრთელად გამყოფის ღმერთმა! შენი იმედი გვაქვს და გვჯერა რომ ყველაფერს გააკეთებ რომ კიდევ ბევრჯერ გაგვახარო კარგი თამაშით! შენ ის კაცი ხარ ვის გამოც რუსეთის ჩემპიონატის ყურება დავიწყე, კერძოდ რუბინის! აბა შენ იცი!!!
ბათუმი
05 მაისი 2021 21:15
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული