"გაძარცვე ბანკი და მოიყვანე ის..." - "ლიდსის" გულშემატკივრები ხვიჩას მიმართ აღფრთოვანებას ვერ მალავენ

AutoSharing Option
"ლიდს იუნაიტედის" გულშემატკივრები სოციალურ ქსელში ვიქტორ ორტას გადაწყვეტილებით ბედნიერები არიან. შეგახსენებთ, ეს უკანასკნელი ყაზანის "რუბინის" ქართველი შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირებით არის დაინტერესებული.

კვარაცხელია "ლიდსისთვის" ნამდვილად ბედნიერ სახელთანაა დაკავშირებული, თუმცა საკმაოდ ძვირად ღირებულთანაც, მაგრამ მათი გულშემატკივრებისთვის სიხარულის დაშლას ვერავინ შეძლებს.

მართლაც, ინგლისური გუნდის გულშემატკივრები გუნდის სატრანსფერო ბაზარზე ხვიჩას 
გამოჩენის შემდეგ მეცხრე ცაზე იმყოფებიან. 

"ქართველი შემტევი უამრავი ევროპული გრანდის მხედველობის არეშია, დაინტერესებიდან გამომდინარე კი, თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ უდიდეს ტალანტთან გვაქვს საქმე. 20 წლის ფეხბურთელისთვის მოლაპარაკებებია საჭირო, ამას კი ხელმძღვანელობა გამართავს" - წერს hitc-ი.

ამავე გვერდზე შეხვდებით გულშემატკივრების რეაქციებს მას შემდეგ, რაც მათი
გუნდისკენ მიმავალ სატრანსფერო გზაზე ხვიჩა კვარაცხელია გამოჩნდა:

- "გთხოვ, "ლიდს", მოიყვანეთ ეს ყმაწვილი";

- "მიდი, ვიქტორ, შენ შეგიძლია მისი მოყვანა";

- "საინტერესოა მსგავსი გარემარბი მთელი თავისი სისწრაფით. ის "ლიდსის" სქემაში შესანიშნავად ჩაჯდება";

- "20 წლის ფეხბურთელისთვის მაღალი სატრანსფერო ღირებულებაა. წესით, კარგ ფეხბურთელთან გვაქვს საქმე";

- "გაძარცვე ბანკი და მოიყვანე ის. მის თამაშს ორჯერ ვუყურე და აღფრთოვანებული დავრჩი".

წყარო: hitc

altსერია A-ს სკაუტი: კვარაცხელია რუსეთში, იტალიური კლუბების ინტერესის მიხედვით, ლიდერია

altბრიტანული მედია: "ქართველი მესის" შესაძენად "ლიდსს" 26 მილიონი ფუნტის გადახდა მოუწევს




მკითხველის კომენტარები / 5 /
ლიდსი მართლა კარგი ვარიანტია. იუვე, რეალი და ეგეთ გრანდში ჯერჯერობით დაიკარგება, ლიდსში კიდე აკრიფავს და ბევრად თამამად გადავა მერე დიად კლუბში
QT
06 მაისი 2021 23:55
2
მაშინ ჯერ ლიდსმა ესებუა უნდა იყიდოს, მერე იგი გაძარძვავს ბანკს და იყიდით კვარას.DDDDDDDDDDDDD
fff
06 მაისი 2021 19:50
4
ვერ გაუგებ ამ გუნდების თავკაცებს, 20 წლის რომაა და ამ დონეზე თამაშობს იმიტომ უნდა გადაიხადო ძვირი, თუ არა 25-28 წლისმა ასე, რომ თამაშობს ამის ნახევარიც კი ძვირია.
ჟორა გაბრიჭიძე
06 მაისი 2021 17:59
1
ისე ლიდსი ყველაზე კარგი ვარიანტი მგონია, სულ ითამაშებს და თან პრემიერლიგა მაინც პირველია!!
ემიგრანტი
06 მაისი 2021 16:40
2
ნეტავ ჯანმრთელად იყოს ხვიჩა და ის ყველაფერს მიაღწევს ჩვენი გულის გასახარად. ამავდროულად როგორ მტკივა გული ჩაკვეტაძეზე, ხვიჩაზე არანაკლები ტალანტია გიორგი და როგორ გააწვალა ტრავმამ, ამდენი ხნის უთამაშებლობა ერთია და მეორე ისიც არ ვიცით როდის დაუბრუნდება მოედანს.
ირაკლი
06 მაისი 2021 16:35
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული