რუსეთის ჩემპიონატის 29-ე ტურში "სოჭისთან" წაგებულ შეხვედრაში (1:2) "როტორის" ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.
დავითაშვილი უნარიანად უძღვებოდა თავის გუნდს შეტევებში, მაგრამ ისევ არ გაუმართლა, ერთხელ ბურთი კარს ოდნავ ააცილა, ერთხელ კი ხარიხას გაარტყა.
ზურიკოს კონტრაქტი "რუბინს" ეკუთვნის, "როტორში" იჯარის წესით თამაშობს და ჯერ უცნობია, დაბრუნდება თუ არა ზაფხულში ყაზანურ გუნდში.
"РБ Спорт"-ი კი იტყობინება, რომ ტულის "არსენალს" მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი დავითაშვილის გადაბირება.
ცოტაც და გული გამისკდებოდა.. უუუფ...