ხვიჩას გარეშეც იგებს "რუბინი" და მასზე არაა დამოკიდებული - ამბობს გუნდის ექსფეხბურთელი

AutoSharing Option
"რუბინის" ყოფილმა ფეხბურთელმა რენატ კამალეტდინოვმა sport.business-gazeta-ში გამოქვეყნებულ ანალიტიკურ წერილში ყაზანური გუნდის წარმატებული ასპარეზობა აღნიშნა, მწვრთნელის, ლეონიდ სლუცკის დამსახურებას გაუსვა ხაზი, მიიჩნია, რომ ევროტურნირებზე ამ შემადგენლობით დადებით შედეგს ვერ მიაღწევენ, მეკარის გარდა, ყველა პოზიციის, მეტადრე ნახევარდაცვის პოზიციის გაძლიერება და სწრაფი თავდამსხმელის დამატება ჩათვალა საჭიროდ და გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა:

"ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე გუნდის თამაშზე მრავალი მოსაზრება არსებობდა. თითქოს, მის გარეშე ყველაფერი ისე არ არის. დიახ, ეს ასეა. თუმცა ის არ თამაშობს, "რუბინი" კი იგებს. აღმოჩნდა, რომ მის გარეშეც შეიძლება გავუმკლავდეთ მეტოქეებს.

რა თქმა უნდა, მასთან ერთად გუნდი უფრო საინტერესოდ გამოიყურებოდა, მაგრამ მის გარეშეც შეიძლება ქულების მოპოვება. ასე რომ, ხვიჩაზე დამოკიდებულებაზე საუბრები მთლად მართებული არაა".

მკითხველის კომენტარები / 10 /
რენატ, ჯიგარო, ვან დეიკი რომ დაიმტვრა, ლივერპული ინერციით ორი თვე კიდევ იგებდა თამაშებს, მერე პრაქტიკულად ვეღარავის ვეღარ მოუგო. რუბინს კარგი გუნდი ყავს, მაგრამ თუ პირველ რიგში ხვიჩა, მერე ორი სამი ფეხბურთელი წავა (მეკარე, დესპოტოვიჩი, მაკაროვი) ლიგაშიც გაუჭირდება დარჩენა
zaz197
20:58 10-05-2021
0
ზოგიერთ კომენტარს ვკითხულობ და გაკვირვებული ვარ, საიდან აქვს ზოგიერთს ასეთი ირონია და ღვარძლი?
გოჩა
22:56 10-05-2021
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული