ხვიჩას გარეშეც იგებს "რუბინი" და მასზე არაა დამოკიდებული - ამბობს გუნდის ექსფეხბურთელი

AutoSharing Option
"რუბინის" ყოფილმა ფეხბურთელმა რენატ კამალეტდინოვმა sport.business-gazeta-ში გამოქვეყნებულ ანალიტიკურ წერილში ყაზანური გუნდის წარმატებული ასპარეზობა აღნიშნა, მწვრთნელის, ლეონიდ სლუცკის დამსახურებას გაუსვა ხაზი, მიიჩნია, რომ ევროტურნირებზე ამ შემადგენლობით დადებით შედეგს ვერ მიაღწევენ, მეკარის გარდა, ყველა პოზიციის, მეტადრე ნახევარდაცვის პოზიციის გაძლიერება და სწრაფი თავდამსხმელის დამატება ჩათვალა საჭიროდ და გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა:

"ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე გუნდის თამაშზე მრავალი მოსაზრება არსებობდა. თითქოს, მის გარეშე ყველაფერი ისე არ არის. დიახ, ეს ასეა. თუმცა ის არ თამაშობს, "რუბინი" კი იგებს. აღმოჩნდა, რომ მის გარეშეც შეიძლება გავუმკლავდეთ მეტოქეებს.

რა თქმა უნდა, მასთან ერთად გუნდი უფრო საინტერესოდ გამოიყურებოდა, მაგრამ მის გარეშეც შეიძლება ქულების მოპოვება. ასე რომ, ხვიჩაზე დამოკიდებულებაზე საუბრები მთლად მართებული არაა".

მკითხველის კომენტარები / 10 /
ხვიჩა რეალია და ბარსელონას ფეხბურთელია.. ოღონდ თვითონ უნდა მოინდომოს, რომელსაც დიდი ძალისხმევა დაჭირდება.. :)
კახაკ
11 მაისი 2021 13:52
4
ეს ხვიჩას დამსახურებაცაა რომ დიდი მოტივაცია მისცა ყველა ფეხბურთელს და ეს ბევრს ნიშნავს...
ბათუმი
11 მაისი 2021 08:58
2
თინათინ თუ ვინაა ასე რომ იძახის ხვიჩიას გარეშეც გუნდი იგებსო კარგია რაYწმა უნდა გუნდისთვის და ჩვენი ხვიჩასთვის მაგრამ ისიც უნდა თქვას გაფარჩაყუბულ არსენალს რომ მოუგო ასე ქვია ძლივს პირველ ტაიმში აგებდა საკიდი ფეხბურთელი რომ არ გაეგო მსაჯს არსენალი უფრო შეეწინააღმდეგებოდა
ზაზა
11 მაისი 2021 03:15
0
ხიმკისთან რატო წააგეს ასე უაზროდ სანაკრებო თამაშების წინ,ფაქტიურად 3 ქულა გააჩუქეს თორე ახლა ლიგაზე იქნებოდნენ
Levani
10 მაისი 2021 23:08
0
ხიმკისტან იყო კვარა
irakli
11 მაისი 2021 08:53
0
ზოგიერთ კომენტარს ვკითხულობ და გაკვირვებული ვარ, საიდან აქვს ზოგიერთს ასეთი ირონია და ღვარძლი?
გოჩა
10 მაისი 2021 22:56
2
ისე სადღაც მართალია ეგ რენატო ! არ შეიძლება ასე ერთ ფეხბურთელზე მთელი გუნდის მიბმა და იმის თქმა რომ ხვიჩას გარეშე დანარჩენები არაფრის მაქნისები არ არიანო ! ასე შეიძლება თანაგუნდელები გადაემტერონ მით უმეტეს უკვე მოვისმინე 2-3 რუბინელის გაღიზიანება ჟურნალისტების პროვოკაციულ კითხვაზე რომ ხვიჩას გარეშე ვერ თამაშობთო
ზურა222
10 მაისი 2021 22:54
2
უკვე ბარსელონას ფეხბურთელია,მესის დაერხა,წლის ბოლოს ოქროს ბურთზეა წარდგენილი
როტორი
10 მაისი 2021 22:25
40
gaachnia vis ugebs. sochtan gadamwyveti matchi rom moego ligaze gavidodnen. aghar vlaparakob ras izamdnen zenittan da spartaktan...
xvicha
10 მაისი 2021 21:09
0
რენატ, ჯიგარო, ვან დეიკი რომ დაიმტვრა, ლივერპული ინერციით ორი თვე კიდევ იგებდა თამაშებს, მერე პრაქტიკულად ვეღარავის ვეღარ მოუგო. რუბინს კარგი გუნდი ყავს, მაგრამ თუ პირველ რიგში ხვიჩა, მერე ორი სამი ფეხბურთელი წავა (მეკარე, დესპოტოვიჩი, მაკაროვი) ლიგაშიც გაუჭირდება დარჩენა
zaz197
10 მაისი 2021 20:58
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული