ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"მეცი" თუ "სერენი"?! - მიქაუტაძეზე ფრანგები და ბელგიელები მსჯელობენ

AutoSharing Option
გიორგი მიქაუტაძის საკლუბო მომავალზე არა მხოლოდ ბელგიური, ფრანგული მედიაც მსჯელობს. მოგეხსენებათ, ქართველ ფორვარდს "მეცისთან" ხელშეკრულება 2025 წლამდე აკავშირებს და შესაძლოა, ფრანგულმა კლუბმა "სერენიდან" უახლოეს ზაფხულშიც დაიბრუნოს.

ფრანგული leprogres-ი "ლიონის" აღზრდილების: ქარიმ ბენზემას, რაშიდ ღეზალის, ბერნარდ ტრაორესა და გიორგი მიქაუტაძის ბოლოდროინდელ პროგრესს განიხილავს და ქართველი თავდამსხმელის ვიდეოსაც აქვეყნებს:

"ბელგიაში 20 წლის მიქაუტაძე ბრწყინავს. "მეცის" საკუთრებაში მყოფი ფორვარდი ბელგიის ჩემპიონატის პლეი-ოფში გოლებითა და საგოლე პასითაც გამოირჩა."

ბელგიურმა footnews-მა იმის გასაგებად, დარჩება თუ არა მიქაუტაძე "სერენში", გამოკითხვა ჩაატარა. გამოკითხულთა დიდი ნაწილი - 77%
მიიჩნევს, რომ ქართველი ფორვარდი "მეცში" დაბრუნდება.

აქვე გეტყვით, რომ საფრანგეთის ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე "მეცი" მეათე ადგილს იკავებს.

მომზადებულია  leprogres-ის მიხედვით


alt"ქართველი თავდამსხმელი როგორ არ ვახსენოთ?!" - მიქაუტაძე სიმბოლურ გუნდშ leprogres -ია...


altქართველი საფრანგეთის ლიგა 1-ში - გადაწყდა, რომ მიქაუტაძე ზაფხულში "მეცში" დაბრუნდება