როცა მეორე ტაიმს ოთხი ცვლილებით ხვდები - კვიპროსული მედია ქეცბაიას სათასო შანსებზე

AutoSharing Option
15 მაისს თემურ ქეცბაიასა და "ანორთოსისისთვის" გადამწყვეტი დღეა - ისინი კვიპროსის თასის ფინალში ნიქოზიის "ოლიმპიაკოსს" დაუპირისპირდებიან.

goal.philenews-ი ფინალის წინ ისევ ფამაგუსტური კლუბის კვიპროსის ჩემპიონატის დასკვნით ტურში, ლარნაკას "აეკთან" დაპირისპირებაზე საუბრობს და ქეცბაიას გუნდის სათასო შანსებზე მსჯელობს:

"თემურმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, როცა ფინალამდე ერთი კვირით ადრე ასე ცუდად თამაშობ, ეს კარგი ვერაფრით იქნებაო.

საინტერესოა, რომ ქართველმა მწვრთნელმა ცვლილება პირველივე ტაიმში განახორციელა, შესვენების შემდეგ კი მოედანზე ერთბაშად სამი ახალი ფეხბურთელი შემოიყვანა. ქეცბაიამ ისიც განაცხადა, რომ შეიძლებოდა თამაშიდან ხუთზე მეტი მოთამაშე გაეყვანა.

თემურმა
საფუძვლიანად დაიჩივლა ფეხბურთელების დეფიციტზე, შეხვედრას ტრავმის გამო ხომ თორნიკე ოქრიაშვილი აკლდა."


მომზადებულია goal.philenews-ის მიხედვით


altქეცბაია: ჩვენს წინააღმდეგ საფეხბურთო დანაშაული ჩაიდინეს

alt"ანორთოსისის" წაგებული გენერალური რეპეტიცია და "პაფოსის" ქეცბაიასადმი არარსებული პათოსი






მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული