ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ხვიჩა დემბელეზე უკან; ჰაუგეზე, სანესა და პულიშიჩზე წინ!

AutoSharing Option
ავტორიტეტულმა გამოცემა footballcritic-მა 50 საუკეთესო შემტევი ნახევარმცველის სია გამოაქვეყნა. 

საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის "რუბინის" ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია აღნიშნულ ჩამონათვალში 41-ე ადგილს იკავებს.

"ბარსელონას" ფეხბურთელი უსმან დემბელე მე-40 ადგილზე იმყოფება, იენს ჰაუგე - 46-ეზე ("მილანი"), ლეროი სანე - 49-ეზე ("ბაიერნი") ხოლო კრისტიან პულიშიჩი ("ჩელსი") 50-ე ადგილს იკავებს.

საუკეთესო სამეული კი ასეთია: ჯედონ სანჩო ("დორტმუნდი"), ნეიმარი ("პარი სენ ჟერმენი") და რიად მაჰრეზი ("მანჩესტერ სიტი"). 

აღსანიშნავია, რომ საუკეთესო შემტევ ნახევარმცველთა 50-ეული ყოველ ორშაბათს ახლდება.

მომზადებულია footballcritic-ის მიხედვით

alt"მისთვის გართობა ფეხბურთის მოედანი და ბურთი

გახლავთ..." - ბერძნული მედია ხვიჩაზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს