championat: ხვიჩას "რუბინი" 15 მილიონზე მეტად ვერ გაყიდის და თანაც, არა "ბაიერნში" და "იუვენტუსში"

AutoSharing Option
championat-ზე ჟურნალისტმა ანატოლი რომანოვმა რუსეთის პრემიერლიგის ფეხბურთელთა მომავალი ტრანსფერები მიმოიხილა და ფასები "გაბერილად" მიიჩნია. ავტორმა სიას სათავეში "რუბინის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია ჩაუყენა და მასში აგრეთვე ჯორდან ლარსონი (სპარტაკი), მატიას ნორმანი (როსტოვი), სერდარ აზმუნი (ზენიტი) და ნიკოლა ვლაშიჩი (ცსკა) შეიყვანა:

20 მლნ ლარსონში, 30 - ხვიჩაში? ვის აპიარებენ რუსეთის პრემიერლიგაში ყველაზე აქტიურად

ჩვენი ჩემპიონატის დონე დაეცა, ვარსკვლავების ფასები კი მატულობს. როგორ შეიძლება ეს ხდებოდეს?

"რამდენიმე დღეში ჩვენი ყურადღება საფეხბურთო მოედნებიდან სატრანსფერო ბაზარზე გადაერთვება. პრემიერლიგის კლუბებში ეკონომიკური სიტუაცია ისეთია, რომ უფრო საინტერესო
გაყიდვებს უნდა ველოდოთ, ვიდრე ყიდვებს. უკანასკნელ თვეებში ზოგიერთი ვარსკვლავის მიმართ ბევრი პიარია. ძალიან ბევრი. ამ ფეხბურთელებზე ტოპ-კლუბებში შესაძლო გადასვლის კონტექსტში საუბრობენ, მათზე კი ფასები ლამის ყოველი ახალი ინფორმაციის გავრცელებისა და გატანილი გოლის შემდეგ იზრდება. მიხვდით, ვისზეა ლაპარაკი? აი, ეს მოთამაშეები:

ხვიჩა კვარაცხელია

პიარი: კვარაცხელიასათვის ევროპის ტოპ ლიგების დიდი კლუბები იბრძვიან - "ბაიერნი", "იუვენტუსი", "ინტერი", "ატალანტა", "ნაპოლი", "უდინეზე", "სასუოლო", "ტორინო", "ლიდსი", "სევილია", "დორტმუნდი" და "აიაქსი". ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შემთხვევაში, ტურინული კლუბი მზადაა 20 მილიონი ევრო გადაიხადოს. "რუბინის" სპორტული დირექტორი ოლეგ იაროვინსკი აცხადებს, რომ ხვიჩას ფასი 30 მილიონია.

რეალობა: კვარაცხელია უდავოდ კაშკაშა დრიბლიორია, რომელმაც შესანიშნავი სეზონი ჩაატარა. თუმცა, ეს ქართველი გარემარბის მხოლოდ პირველი წარმატებული წელია. გასულ სეზონში რომან შარონოვი ზურიკო დავითაშვილს კვარაცხელიაზე წინაც აყენებდა. ამას გარდა, ხვიჩას შედეგიანობაც არ გვხიბლავს: მხოლოდ 4 გოლი გაიტანა. 30 მილიონად ამ ასაკის უფრო შედეგიანი გარემარბის პოვნაც შეიძლება, მით უმეტეს ევროკავშირის პასპორტის გარეშე (ე.ი. ევროპაში ლიმიტში ხვდება).

კვარაცხელიას კიდევ ერთი ნაკლი უბურთოდ თამაშთანაა დაკავშირებული. ჩვენ ვხედავთ, როგორ უჭირს სერია А-ს მოთხოვნებთან ალეკსეი მირანჩუკს ადაპტირება, ტოპ ლიგების სკაუტებს კი რა თქმა უნდა, ესმით, თუ რამდენად გაუჭირდება ამ მხრივ "რუბინის" ვარსკვლავს. Transfermarkt-ი ქართველს 15 მილიონად აფასებს. როგორც ჩანს, სწორედ ამ თანხის იმედი უნდა ჰქონდეს ყაზანურ კლუბს, თანაც "ბაიერნისა" და "იუვენტუსისგან" შორს მყოფი კლუბებისგან".

მკითხველის კომენტარები / 27 /
კვარაცხელიამ თუნდაც ერთი სეზონი ჩაატარა მაღალ დონეზე მაგრამ დიდ დინამოში ადგილი დაიმკვიდრა. ეს ბავშვი თამამად შეიძლება დავიყენოთ ჩვენ უდიდეს ფეხბურთელს მიხეილ მესხს.
ისიდორე
17 მაისი 2021 04:51
1
მაშინაც ეგრე იძახოდნენ ლოკომოტივიდან რომ გააგდეს არავინ განსაკუთრებული არ არისო. ეგეთები სხვებიც გვყავსო. და საინტერესო იქნება ყურება რას იზავსო. "რას იზავსო" და მთელი რუსეთი ააფეთქა ესპანეთსაც გაუტანა მსოფლიო აალაპარაკა. ეხლა საინტერესოა თვითონ ისინი რას აკეთებენ ... რო ზიან ჩუმად და ხმას ვერ იღებენ იმარხებიან ალბათ.
Mesaflave.
17 მაისი 2021 04:05
0
ar ewyinos erterti komentaris avtors ver davetanxmebi romelic ambobs rom statistika mtavaria. xvichas shemtxvevashi gansxvavebuladaa saqme. xvicha rubinis shetevebis 50 procents iwyebs aseve masze 2 fexburteli yoveltvisaa zustad esaa sivrceebis sheqmna. igive itqmis mesize romelzec minimum 2 kaci gadadis amit iqmneba sivce. da xvichas statistikac ar aqvs cudi. magalitad gnabris meti matchi aqvs wels chatarebuli vidre xvichas da 9 goli da 3 sagole gadacemaa mis angarishze. bavaria super shemtevi gundia gansxvavebit rubinisgan amitom xvichas statistika araa cudi. xvichas bevr rameze aqvs samushao magram didi fexburteli rom gaxdeba misi fexburtisadmi midgomashi chans...
xvicha
16 მაისი 2021 21:18
0
სად მირანჩუკი და სად ხვიჩა.მირანჩუკის დედაც
გიო
16 მაისი 2021 18:02
0
მოკლედ რუბინს ხვიჩას გაყიდვა არ უნდა და ფასს ხელოვნურად ზრდის. ჯერ 15 იყო სავარაუდოდ მოინახა 20-ის გადამხდელი, ახლა 30-იო. ვერ ხვდებით რატომაა ეგრე? ისინი ვინც ამბობთ რომ ხვიჩა ნამდვილად ღირს 30 მილიონი, რას ეფუძნება თქვენი ვარაუდი, იმიტომ ხომ არა რომ ქართველია? ზოგისთვის აქ მეგრელია. ყველაფერში არაადეკვატურობა ??
დავით 67
16 მაისი 2021 15:13
6
მირანჩუკსა და ხვიჩას შორის განსხვავებას თუ ვერ პოულობ შენი ადგილი ფეხბურთთან დაკავშირებით ლაყაფში არაა. შეიძლება არ მოგწონდეს ერთერთი მაგრამ განსხვავებას უნდა ხედავდე.
dsag
16 მაისი 2021 02:29
5
რუსეთის პრემიერ ლიგა ნამდვილად დაბალი დონეა ტოპ ლიგებთან შედარებით თუმცა ევროპული მაშტაბით საშუალოზე მაღალი კლასის ჩემპიონატია რაც შეეხება ხვიჩას დახასიათებას ნაწილობრივ ვეთახმები,მაგრამ ბოლო პერიოდში ხვიჩამ ძალიან მოუმატა გაიტანა 2 გოლი ნაკრებში მერე კლუბში ჩავიდა და იქაც გაიტანა დროის მოკლე მონაკვეთში ასე რომ ძალიან სწრაფად პროგრესირებს ეს ბიჭი და ნამდვილად ღირს მასში დიდი ფულის გადახდა რადგან მას აქვს იმის რესურსი რომ მინიმუმ 1-2 წელიწადში თუ ამ ტემპით გაგრძელებს ზრდას გრანდების დონის ფეხბურთელი გახდეს და ნებისმიერ გრანდში ძირითადში ითამაშოს.
რუსეთშში ნამდვილად გამოირჩევა თავისი თამაშით და ახლა ვფიქრობ რომ ევროპისკენაც უნდა გაიხედოს.
ზაზა
16 მაისი 2021 00:57
2
რუბინს ბოლო 6 წლის მანძილზე საუკეთესო სეზონი აქვს წელს გუნდს ამდენი წლების შემდეგ შანსი აქვს ევროლიგის საგზური მოიპოვოს და მაღალ პოზიცაზე დასრულოს ჩემპიონატი ბოლო წლებში ათეულში მოხვედრაც კი უჭირდა და იყო პერიოდები როცა გავარდნის კანდიდატიც იყო.
ჩემი აზრით რუბინის ასე კარგად ათამაშებს და წარმატების მთავარი შემოქმედი ლეონიდ სლუცკია, რომელმაც ყველაფერი შეცვალა ამ კლუბში სლუცკის დიდი დამსახურება ის, რომ ხვიჩამ მოკლე მონაკვეთში ძალიან მოუმატა და დღემდე უმატებს თამაშიდან თამაშამდე ყველა საფეხბურთო კომპონენტში, რათქმაუნდა ის რუბინის საუკეთესო ფეხბურთელია და დიდი იმედი მაქვს მომავალ სეზონში უკეთეს ჩემპიონატში და უკეთეს გუნდში გადავა თუმცა თუ არ გამოჩნდება რეალური ვარიანტი სადაც ხვიჩა მიიღებს პირობას რომ მას მიეცემა ხშირი სათამაშო დრო ამ თუ რომელიმე კლუბს ეძვირა ის თანხა რასაც ითხოვს რუბინი ხვიჩაში.
ჩემი აზრით თუ სათამაშო დროს გარანტირებულად არ მისცემენ და არ იქნება ეს კონტრაქტის ერთ ერთი მთავარი პირობა ისე გადასვლას ელემეტარულად აზრი არ აქვს რა გუნდიც არ უნდა იყოს.
სკამზე ჯდომით ფეხბურთელი ვერ განვითარდება პირიქით რეგრესისკენ წავა და ფსიქოლოგიურადაც დაითრგუნება.
ერთი სიტყვით თუ არ იქნება რეალური ვარიანტი ამ შემთხვევაში რუბინში რაჩენა თუნცაც ზამთრამდე არ იქნება ტრაგედია მითუმეტეს რომ კარგი პირობები აქვს ამ გუნდში აფასებენ ჰყავს კარგი მწვრთნელი ვის ხელშიც სწრაფად ვითარდება პროგრესირებს და უმატებს ძირითადში გარანტირებული აქვს ადგილი და გუნდი ფაქტიურად გასულია ევროლიგებზე ევროლიგებზე თამაში დიდი გამოცდილება ფეხბურთელისთვის.
გელა
16 მაისი 2021 00:29
1
არაა ლოგიკური შეფასება, სლუცკიმ შეაფასა ყველაზე ობიექტურად სიტუაცია. ბოლოს ინტერვიუზე კითხეს მაკაროვზე და კვარაცხელიაზე და მან აღნიშნა რომ როცა ესპანეთის ნაკრებს გოლს გაუტან და სანაკრებო დონეზე თამაშობს ფეხბურთელი ამას უფრო აფასებენ ვიდრე რუსეთის ჩემპიონატში მარტო კარგ თამაშსო და ამით აუხსნა რომ მაკაროვმა ნაკრებში უნდა ითამაშოს და იქ თავს თუ გამოიჩენს მერე მის მიმართ ინტერესი ექნებათო. რუსეთის ჩემპიონატში ხიმკისთან რომ იფრონო არაფერია. კვარას დათმობა ნაკლებად ფასად არ უღირს რუბინს და რა გასაკვირია არ მესმის.
აზრი
15 მაისი 2021 23:24
0
არა მგონია ხვალ ხვიჩამ ითამაშოს როტორთან, მაგდენი ქართველის გაყრა ისე ტეხავს, მაგრამ ალბათ ღირსებიც არიან...........
kaxa
15 მაისი 2021 23:01
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული