championat: ხვიჩას "რუბინი" 15 მილიონზე მეტად ვერ გაყიდის და თანაც, არა "ბაიერნში" და "იუვენტუსში"

AutoSharing Option
championat-ზე ჟურნალისტმა ანატოლი რომანოვმა რუსეთის პრემიერლიგის ფეხბურთელთა მომავალი ტრანსფერები მიმოიხილა და ფასები "გაბერილად" მიიჩნია. ავტორმა სიას სათავეში "რუბინის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია ჩაუყენა და მასში აგრეთვე ჯორდან ლარსონი (სპარტაკი), მატიას ნორმანი (როსტოვი), სერდარ აზმუნი (ზენიტი) და ნიკოლა ვლაშიჩი (ცსკა) შეიყვანა:

20 მლნ ლარსონში, 30 - ხვიჩაში? ვის აპიარებენ რუსეთის პრემიერლიგაში ყველაზე აქტიურად

ჩვენი ჩემპიონატის დონე დაეცა, ვარსკვლავების ფასები კი მატულობს. როგორ შეიძლება ეს ხდებოდეს?

"რამდენიმე დღეში ჩვენი ყურადღება საფეხბურთო მოედნებიდან სატრანსფერო ბაზარზე გადაერთვება. პრემიერლიგის კლუბებში ეკონომიკური სიტუაცია ისეთია, რომ უფრო საინტერესო
გაყიდვებს უნდა ველოდოთ, ვიდრე ყიდვებს. უკანასკნელ თვეებში ზოგიერთი ვარსკვლავის მიმართ ბევრი პიარია. ძალიან ბევრი. ამ ფეხბურთელებზე ტოპ-კლუბებში შესაძლო გადასვლის კონტექსტში საუბრობენ, მათზე კი ფასები ლამის ყოველი ახალი ინფორმაციის გავრცელებისა და გატანილი გოლის შემდეგ იზრდება. მიხვდით, ვისზეა ლაპარაკი? აი, ეს მოთამაშეები:

ხვიჩა კვარაცხელია

პიარი: კვარაცხელიასათვის ევროპის ტოპ ლიგების დიდი კლუბები იბრძვიან - "ბაიერნი", "იუვენტუსი", "ინტერი", "ატალანტა", "ნაპოლი", "უდინეზე", "სასუოლო", "ტორინო", "ლიდსი", "სევილია", "დორტმუნდი" და "აიაქსი". ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შემთხვევაში, ტურინული კლუბი მზადაა 20 მილიონი ევრო გადაიხადოს. "რუბინის" სპორტული დირექტორი ოლეგ იაროვინსკი აცხადებს, რომ ხვიჩას ფასი 30 მილიონია.

რეალობა: კვარაცხელია უდავოდ კაშკაშა დრიბლიორია, რომელმაც შესანიშნავი სეზონი ჩაატარა. თუმცა, ეს ქართველი გარემარბის მხოლოდ პირველი წარმატებული წელია. გასულ სეზონში რომან შარონოვი ზურიკო დავითაშვილს კვარაცხელიაზე წინაც აყენებდა. ამას გარდა, ხვიჩას შედეგიანობაც არ გვხიბლავს: მხოლოდ 4 გოლი გაიტანა. 30 მილიონად ამ ასაკის უფრო შედეგიანი გარემარბის პოვნაც შეიძლება, მით უმეტეს ევროკავშირის პასპორტის გარეშე (ე.ი. ევროპაში ლიმიტში ხვდება).

კვარაცხელიას კიდევ ერთი ნაკლი უბურთოდ თამაშთანაა დაკავშირებული. ჩვენ ვხედავთ, როგორ უჭირს სერია А-ს მოთხოვნებთან ალეკსეი მირანჩუკს ადაპტირება, ტოპ ლიგების სკაუტებს კი რა თქმა უნდა, ესმით, თუ რამდენად გაუჭირდება ამ მხრივ "რუბინის" ვარსკვლავს. Transfermarkt-ი ქართველს 15 მილიონად აფასებს. როგორც ჩანს, სწორედ ამ თანხის იმედი უნდა ჰქონდეს ყაზანურ კლუბს, თანაც "ბაიერნისა" და "იუვენტუსისგან" შორს მყოფი კლუბებისგან".

მკითხველის კომენტარები / 27 /
კვარაცხელიამ თუნდაც ერთი სეზონი ჩაატარა მაღალ დონეზე მაგრამ დიდ დინამოში ადგილი დაიმკვიდრა. ეს ბავშვი თამამად შეიძლება დავიყენოთ ჩვენ უდიდეს ფეხბურთელს მიხეილ მესხს.
ისიდორე
04:51 17-05-2021
1
მაშინაც ეგრე იძახოდნენ ლოკომოტივიდან რომ გააგდეს არავინ განსაკუთრებული არ არისო. ეგეთები სხვებიც გვყავსო. და საინტერესო იქნება ყურება რას იზავსო. "რას იზავსო" და მთელი რუსეთი ააფეთქა ესპანეთსაც გაუტანა მსოფლიო აალაპარაკა. ეხლა საინტერესოა თვითონ ისინი რას აკეთებენ ... რო ზიან ჩუმად და ხმას ვერ იღებენ იმარხებიან ალბათ.
Mesaflave.
04:05 17-05-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული