ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

შენგელიას გუნდი თურქეთის სუპერლიგაში დარჩა, ლობჟანიძის - გავარდა

AutoSharing Option
თურქეთის სუპერლიგაში უკანასკნელი ტურის მატჩები ჩატარდა - ლევან შენგელიას "ქონიასპორმა" უმაღლეს დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა, საბა ლობჟანიძის "ანკარაგიუჯიუმ" - ვერა.

"ქონიასპორი" დღეს გასვლაზე "ანთალიასპორს" დაუზავდა (0:0) და 50 ქულით მე-11 ადგილი დაიკავა. შენგელია სათადარიგო იყო - მან ამ სეზონში 33 მატჩში 5 გოლი გაიტანა.

"ანკარაგიუჯიუ" საკუთარ მოედანზე 0:1 დამარცხდა "ალანიასპორთან" და ქვედა ლიგაში დაქვეითდა. დღევანდელ შეხვედრაში ლობჟანიძემ შესვენებამდე ითამაშა, მთლიანად სეზონში კი 37 მატჩში 3 გოლი გაიტანა.