კვიპროსის თასის ფინალში გიორგი ქვილითაიას მიერ 110-ე წუთზე გატანილი გოლით "ანორთოსისმა" 2:1 დაამარცხა "ოლიმპიაკოსი" და საპატიო ტროფეის 13-წლიანი პაუზის შემდეგ დაეუფლა.
ნამატჩევს გახარებულმა "ანორთოსისის" პრეზიდენტმა ევგენიოს ხამპულასმა განცხადება გააკეთა.
"გუნდის მწვრთნელ თემურ ქეცბაიასთან კონტრაქტის გაგრძელება გარანტირებულია. ჩვენი ურთიერთობა მტკიცეა. მე ვიცი, როდის და როგორ უნდა დავუჭირო მხარი ასეთ პიროვნებას. ჩვენი გულშემატკივრები ახალ ამბებს დაელოდონ. თემურს წინადადებით მივმართავთ და ის კონტრაქტს გააგრძელებს", - ციტირებს ხამპულასს 24sport-ი.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქეცბაია სეზონის დასრულებისთანავე გუნდს დატოვებს.