"ქეცბაია "ანორთოსისთან" კონტრაქტს გააგრძელებს" - განაცხადა კლუბის პრეზიდენტმა

AutoSharing Option
კვიპროსის თასის ფინალში გიორგი ქვილითაიას მიერ 110-ე წუთზე გატანილი გოლით "ანორთოსისმა" 2:1 დაამარცხა "ოლიმპიაკოსი" და საპატიო ტროფეის 13-წლიანი პაუზის შემდეგ დაეუფლა.

ნამატჩევს გახარებულმა "ანორთოსისის" პრეზიდენტმა ევგენიოს ხამპულასმა განცხადება გააკეთა.

"გუნდის მწვრთნელ თემურ ქეცბაიასთან კონტრაქტის გაგრძელება გარანტირებულია. ჩვენი ურთიერთობა მტკიცეა. მე ვიცი, როდის და როგორ უნდა დავუჭირო მხარი ასეთ პიროვნებას. ჩვენი გულშემატკივრები ახალ ამბებს დაელოდონ. თემურს წინადადებით მივმართავთ და ის კონტრაქტს გააგრძელებს", - ციტირებს ხამპულასს 24sport-ი.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქეცბაია სეზონის დასრულებისთანავე გუნდს დატოვებს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
საპატიო ტროფეი რა უბედურებაა? :დ
საპატიო რაი?
17:08 16-05-2021
0
მაგრამ გამიხარდა თემური რომ უტიტულოდ არ დარჩა წელს!!! და კიდევ ერთხელ დაამტკიცა ძლიერი მწვრთნელი რომ არის!
ილია
16:12 16-05-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული