ზეიმია, ზეიმი - ხვიჩა ხარობს, სლუცკი თათრული ხალათით ცეკვავს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრემიერლიგის უკანასკნელ ტურში "რუბინმა" ტრავმირებული ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე საკუთარ მოედანზე დიდი გაჭირვებით ფრეს მიაღწია "როტორთან" (1:1), რომლის შემადგენლობაში 85-ე წუთამდე ითამაშა ზურიკო დავითაშვილმა.

ყაზანური გუნდი მეოთხე ადგილზე გავიდა და კონფერენს ლიგაზე მიიღებს მონაწილეობას. ვერ გეტყვით, რამდენად სასიხარულოა ამ ახალ ტურნირზე ასპარეზობა, მაგრამ ძალიან კი იხალისეს, გასახდელში გადაღებული სურათი გამოაქვეყნეს, მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ კი თათრულ ხალათში ჩაცმულმა იცეკვა.

Sportall.Ge

მას ნამტჩევს ჰკითხეს, დააბრუნებს თუ არა გუნდში დავითაშვილს, რაზეც მიუგო, რომ ჯერ დასვენება სურს და ტრანსფერებზე შემდეგ ისაუბრებს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
კი მაგრამ ევროპა ლიგაზე ვინღა გადის რუსეთიდან მხოლოდ მესამე ადგილოსანი?
hhh
16 მაისი 2021 22:28
1
მესამე ადგილოსანი,რუსეთის თასის გამარჯვებული და პლუს პირველი და მეორე ადგილოსანი თუ ლიგიდან გავარდებიან გადაერთვებიან ევროპის ლიგაზე
chelsea
18 მაისი 2021 09:52
0
რუსეთს წელს აქვთ ჩემპიონთა ლიგის 2 ადგილი კონფერენც ლიგის 2 ადგილი მესამე და მეოთხე ადგილოსნები და ერთიც ევროპა ლიგის ადგილი და თასის მფლობელი გადის ევროპის ლიგაზე და ლოკომოტივმა მესამე ადგილიც რომ დაიკავა და თასიც რომ აიღო ამიტომ კონფერენც ლიგაზე გამოვა მეხუთე ადგილზე გასული სოჩი
ზურა222
17 მაისი 2021 15:05
0
ბრავო რუბინს და პირადად სლუცკის რომ ესეთ მნიშვნელოვან შედეგს მიაღწიეს!! კარგი ქნა რომ კვარას გაუფრთხილდნენ, სიჩქარემ და მალე მოედანზე გასვლმამ რა მოუტანა ჩვენ უნიჭიერეს ფეხბურთელს კარგად დავინახეთ!! სანაკრებოდ იმედია ახალი მწვრთნელი იგივე რუმინეთთან და ჰოლანდიასთან ახალწვეულებს გამოცდის ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ნაკრებს ახალი სისხლი ჭირდება და იმედია სანიოლი მისცემს შესაძლებლობას სხვა ფეხბურთლებს რომ სანაკრებო დონეზე თავი გამოიჩინონ! კვარას კი წარმატებები მინდა ვუსურვო და მისი ყველას გვეიმედება.
zaza
16 მაისი 2021 21:55
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული