ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

უდიდესი აღიარება! - ცნობილმა რუსმა კომენტატორმა კვარაცხელია სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა

AutoSharing Option
Матч ТВ-ის ცნობილმა რუსმა კომენტატორმა გეორგი ჩერდანცევმა ადგილობრივი პრემიერლიგის გასული სეზონი შეაფასა.

ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ მან საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა.

"ჩემი აზრით, რუსეთის პრემიერლიგის გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშე ხვიჩაა. მან ნამდვილად გაიბრწყინა და უდიდესი წვლილი შეიტანა იმაში, რომ "რუბინი" ევროსარბიელზე დაბრუნებულიყო", - ამბობს ჩერდანცევი.

შეგახსენებთ, რომ ყაზანური გუნდი კონფერენს ლიგაზე იასპარეზებს, კვარაცხელია კი, სავარაუდოდ, რომელიმე ძლიერ ევროპულ გუნდში გადაბარგდება.

ასევე დაგაინტერესებთ