ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ქართველების ექსმწვრთნელი მამუკა ჯუღელთან დაპირისპირებაზე საუბრობს

AutoSharing Option
ვოლგოგრადის "როტორის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი ალექსანდრ ხაცკევიჩი რუსულ sport-express-ს მამუკა ჯუღელთან დაპირისპირებასა და ვოლგოგრადული კლუბიდან მის უსამართლო გათავისუფლებაზე ესაუბრა.

47 წლის სპეციალისტი ამბობს:

"ჩვენი სამწვრთნელო შტაბი დავალებას წარმატებით უმკლავდებოდა და "უფასთან" კომფორტული უპირატესობაც გვქონდა. რა მოხდა სამწვრთნელო ცვლილების შემდეგ?! "როტორი" პრემიერლიგიდან გავარდა...

საბა კვირკველიას აგენტი მამუკა ჯუღელი წუხდა, თუ რატომ არ თამაშობდა მისი ფეხბურთელი და მას ყველაფერი ავუხსენი. ვფიქრობ, აგენტები ასეთ საკითხებში არ უნდა ერეოდნენ. კონფლიქტი სწორედ ამის გამო მოხდა.

თუკი გუნდში მთავარ მწვრთნელს ნიშნავ, მას უნდა ენდო. უსიამოვნოა, როცა
ფეხბურთელი მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს, იგი ხომ მოედანზე ჩემთვის არ თამაშობს?!"

შეგახსენებთ, ხაცკევიჩი "როტორიდან" რუსეთის პრემიერლიგის 23-ე ტურის შემდეგ  გაათავისუფლეს.



მომზადებულია sport-express-ის მიხედვით

altჯუღელი კვარაცხელიას ტრანსფერზე "იუვენტუსისა" და "ინტერის" წარმომადგენლებს შეხვდა



altჯუღელი კვარაცხელიას ტრანსფერის გასაჩარხად იტალიაში მიფრინავს




ასევე დაგაინტერესებთ