გიორგი ქვილითაიამ გამოსამშვიდობებელი მიმართვა გაავრცელა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "ანორთოსისის" ფორვარდმა, გიორგი ქვილითაიამ "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე ვრცელი მიმართვა გაავრცელა. ის მადლობას უხდის კლუბსა და გულშემატკივრებს:

"ბედნიერი და გახარებული ვარ რომ სეზონი ტიტულით დავამთავრეთ! მთელი წლის მანძილზე იყო ბევრი წარმატება, წარუმატებლობა, მაგრამ ბედნიერებაა, როდესაც წელს ტიტულით ამთავრებ!

მინდა ყველას მოგილოცოთ ეს გამარჯვება და მადლობა გადაგიხადოთ იმ ემოციებისვის რაც ფინალის წინ მივიღეთ, რამაც ძალიან დიდი მუხტი მოგვცა და მოგვცა ძალა თასი ლარნაკაში ჩამოგვეტანა!

მადლობა "ანორთოსისის" თითოეულ წევრს იმისთვის, რომ გუნდის ოჯახის წევრად მიმიღეს, რამაც ადაპტაცია ძალიან გამიმარტივა.

მადლობა
სამწვრთნელო შტაბს, მათგან ყოველთვის 100% ნდობა მქონდა და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო!

განსაკუთრებული მადლობა კვიპროსელ გულშემატკივარს. მათი ემოციები მთელი ცხოვრება გამყვება."

Sportall.Ge

როგორც ჩანს, ქვილითაია გუნდს ტოვებს. შეგახსენებთ, თავდამსხმელმა კვიპროსის განვლილ ჩემპიონატში 14 გოლი გაიტანა, თასის ფინალში კი გადამწყვეტი დარტყმის ავტორი გახდა. ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს ის კარიერას.

alt"ქვილითაიამ ხუთი წაგებული ფინალის შემდეგ გაიმარჯვა, თუმცა მისი შენარჩუნება იოლი არ იქნება" - კვიპროსული მედია გიორგიზე წერს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული