ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

მიქაუტაძეს ფანტასტიკური სეზონი არ დაუფასდა... ქართველს "ჟილის" ფორვარდი ამჯობინეს

AutoSharing Option
ბელგიის მეორე დივიზიონში სეზონის საუკეთესო მოთამაშე დაასახელეს. სამეულში ნომინირებულ გიორგი მიქაუტაძეს "სტ. ჟილის" ფორვარდი დანტე ვანზიე ამჯობინეს.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი პროქსიმუს ლიგის ბომბარდირი გახდა, სეზონის საუკეთესოდ დასახელებულ ვანზიეს კი იმდენივე (19) გოლი ჰქონდა გატანილი, რამდენიც მიქაუტაძეს, მაგრამ ბელგიელის უპირატესობა საგოლე პასებში იყო (8-2-ზე).

ახლა გიორგი საქართველოს ნაკრებთან ერთად ამხანაგური შეხვედრებისათვის ემზადება. დაუბრუნდება თუ არა ის ფრანგულ "მეცს", ამის შემდეგ უნდა გაირკვეს.


წყარო: Pro League


altმიქაუტაძე საუკეთესოს წოდებისთვის "მანჩესტერ სიტის" ყოფილ ფეხბურთელთან იბრძოლებს[VIDEO]

alt"მეცი" თუ "სერენი"?! - მიქაუტაძეზე ფრანგები და ბელგიელები

მსჯელობენ

alt"ქართველი თავდამსხმელი როგორ არ ვახსენოთ?!" - მიქაუტაძე სიმბოლურ გუნდშია...


ასევე დაგაინტერესებთ